ასენსიოს პსჟ-ს დამწუხრების შანსი ექნება – “ასტონ ვილას” მისი დატოვება სურს

ნახევარმცველი მარკო ასენსიო პსჟ-ში 2023 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და ექვსწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა თავი დიდად ვერ გამოიჩინა და “ასტონ ვილაში” იჯარით, გამოსყიდვის უფლების გარეშე გაუშვეს, ახლა კი ბირმინგემულ კლუბს მისი შეძენის სურვილი გაუჩნდა.
მიზეზი ისაა, რომ 29 წლის ესპანელმა ახალ გუნდში 8 მატჩში 7 გოლი გაიტანა (მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზე ბრიუგესთან დუბლი შეასრულა). იმის გათვალისწინებით, რომ ის მწვრთნელმა უნაი ემერიმ მხოლოდ სამჯერ დააყენა სასტარტოში, შედეგი შთამბეჭდავია.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “ასტონ ვილა” პსჟ-ს დაუპირისპირდება და მარკოს პარიზული გუნდის დამწუხრების საშუალება მიეცემა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში