“ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ” – მუსიალას ვიდეომიმართვა

მიუნხენის „ბაიერნის“ ვარსკვლავი ჯამალ მუსიალა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს. მოგეხსენებათ, 5 ივლისს, ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში პსჟ-სთან მატჩისას მან კოჭის ტრავმა მიიღო, რის გამოც 4-5 თვეს იუქმებს:
„გამარჯობათ, მინდა, მხარდაჭერისთვისა და სიყვარულისთვის ყველას მადლობა გადავუხადო. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მოხარული ვარ, რომ საფეხბურთო სამყარო ასეთ დროს ჩემს გარშემო გაერთიანდა და ამას ვაფასებ!
ოპერაციამ კარგად ჩაიარა, კარგ ხელში ვარ და მინდოდა მეთქვა, რომ ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ. შემდეგისთვის ყველაფერს გავითვალისწინებ, ძალას მოვიკრებ და დადებით განწყობას შევინარჩუნებ. თქვენთან შეხვედრას მოუთმენლად ველი!“
სპეციალურად საიტისთვის მოამზადა ცოტნე ლომსაძემ
· პეტუხი კრიშტიანუ თვითონაც უაზროდ წავიდა თითქმის დაკარგულ ბურთზე.
მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს
“ლივერპულიდან” “ლევერკუზენში” – ქვანსა ბუნდესლიგაში გადაბარგდა
ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა – კიმი პრემიერ ლიგას უახლოვდება
[VIDEO] მუსიალას საშინელი ტრავმა და დონარუმას ცრემლები
“ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს” – დონარუმას აგენტი გამოექომაგა
“ფლიკი მუსიალას ტრანსფერზე ოცნებობს” – ესპანური გამოცემა
კროოსმა თავისი აზრით გერმანიის ნაკრების მომავალი ლიდერები დაასახელა
მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს