“ასეთ მწარე სიკვდილს არ იმსახურებდით ძმებო” – უკრაინაში დაღუპული სამხედრო „ინფლუენსერ“ თამაზას ძმაა

რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი და­ი­ღუ­პა. გარ­დაც­ვლი­ლი 24 წლის ლე­ვან ლო­ხიშ­ვი­ლია.
ლო­ხიშ­ვი­ლი ხერ­სონ­ში მიმ­დი­ნა­რე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბი­სას და­ი­ღუ­პა. უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლე­ბის ცნო­ბით, ის აფეთ­ქე­ბას ემსხვერ­პლა. მას­თან ერ­თად ასე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა სამი უკ­რა­ი­ნე­ლი მებ­რძო­ლი.
ლე­ვან ლო­ხიშ­ვი­ლი ცნო­ბი­ლი “ინფლუ­ენ­სე­რის” თა­მაზ ლო­ხიშ­ვი­ლის (თა­მა­ზას) ძმაა.
24 წლის ლო­ხიშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის დღი­დან ბრძო­ლობ­და. მას სამ­შობ­ლო­ში ორ­შა­ბათს ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ.
“ასეთ მწა­რე სიკ­ვდილს არ იმ­სა­ხუ­რებ­დით ძმე­ბო” – წერს ცნო­ბი­ლი ინფლუ­ენ­სე­რი. ცნო­ბი­ლია, რომ მას მე­ო­რე ძმა 2001 წელს ავა­რი­ით და­ე­ღუ­პა.