ასეთმა პოლიტიკოსებმა მიწასთან გაასწორეს ევროპის ავტორიტეტი. აბსურდული ბრალდებაა, ნება იბოძოს და დაასახელოს ის ადამიანები, ვინც დაურეკა და სთხოვა მას სანქციების მოხსნა

ასეთმა პოლიტიკოსებმა მიწასთან გაასწორეს ევროპის ავტორიტეტი. აბსურდული ბრალდებაა, ნება იბოძოს და დაასახელოს ის ადამიანები, ვინც დაურეკა და სთხოვა მას სანქციების მოხსნა
აბსურდული ბრალდება, მორიგი სიყალბე, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი სოსიაშვილი, ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებას, რომლის თანახმად, სანქცირებული პირები ევროკავშირში და არასამთავრობო ორგანიზაციებში რეკავენ შეკითხვებით, თუ როგორ შეუძლიათ სანქცირებულთა სიიდან საკუთარი თავის ამოშლა.
სოსიაშვილის განცხადებით, სწორედ ასეთმა პოლიტიკოსებმა გაასწორეს მიწასთან ევროპის ავტორიტეტი, რასაც “ევრობარომეტრის” კვლევის შედეგებიც მოწმობს. მისივე თქმით, ევროპარლამენტარმა უნდა დაასახელოს, კონკრეტულად ვინ დარეკა მასთან სანქცირებულთა სიიდან ამოღების თხოვნით. “ასეთმა პოლიტიკოსებმა მიწასთან გაასწორეს ევროპის, ევროპული ქვეყნების ავტორიტეტი და შემთხვევითი არ არის, რომ როცა “ევრობარომეტრის” კვლევა ჩატარდა საქართველოში, წინა წელთან შედარებით, 17 პროცენტით იკლო ევროკავშირისადმი ნდობამ. ნება იბოძოს ამ ევროპარლამენტარმა, დაასახელოს ის ადამიანები, ვინ დაურეკა და ვინ სთხოვა მას სანქციების მოხსნა.” – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის