ასეთმა დატრენინგებულმა ადამიანებმა შეიყვანეს შეცდომაში გულანთებული ახალგაზრდები

„ვილა მოსავალში“ გამართულ სამ დღიან სემინარს უფრო მიზნობრივ სწავლებას დავარქმევდი. სიმართლე გახლავთ ის, რაც იყო პირველ წამოცდენაში რომ აქ იყო სწავლება, თუ როგორ აქციონ დღეს ეს საჭირო, ეროვნული, ხალხის დაკვეთით დამუშავებული კანონპროექტი რუსულად“– ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რითაც „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით სასტუმრო „ვილა მოსავალში“ ჩატარებულ სემინარს გამოეხმაურა.
ბექა ოდიშარიამ პარალელი გაავლო გასული წლის მოვლენებთან, რომელიც უკავშირდებოდა „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებულ კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” და აღნიშნა, რომ სწორედ ასეთმა დატრენინგებულმა ადამიანებმა შეიყვანეს შეცდომაში ახალგაზრდები.
„წარსულში სამწუხაროდ გამოგვეპარა ასეთივე ტიპის პროცესები, როდესაც ამერიკული FARA-ს პლაგიატის იმპლემენტაცია დააპირა „ქართულმა ოცნებამ“ და სწორედ ასეთმა დატრენინგებულმა ადამიანებმა შეცდომაში შეიყვანეს ჩვენი გულანთებული ახალგაზრდები და საპროტესტო მუხტი გააჩინეს ამერიკული კანონის ქართული ვარიანტის მიმართ“-განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: უმკაცრესი, ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს ეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია

ირაკლი ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს – ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის

ჩვენს სახელმწიფოს რომ მეათედი გაეკეთებინა, წარმომიდგენია, რა რეაქცია იქნებოდა ბრიუსელიდან, ან სხვა დედაქალაქიდან – დასანანია, როდესაც ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომ თურმე, ჩვენს ქვეყანას არ აქვს უფლება, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები