ასეთმა დატრენინგებულმა ადამიანებმა შეიყვანეს შეცდომაში გულანთებული ახალგაზრდები

„ვილა მოსავალში“ გამართულ სამ დღიან სემინარს უფრო მიზნობრივ სწავლებას დავარქმევდი. სიმართლე გახლავთ ის, რაც იყო პირველ წამოცდენაში რომ აქ იყო სწავლება, თუ როგორ აქციონ დღეს ეს საჭირო, ეროვნული, ხალხის დაკვეთით დამუშავებული კანონპროექტი რუსულად“– ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მ განაცხადა, რითაც „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით სასტუმრო „ვილა მოსავალში“ ჩატარებულ სემინარს გამოეხმაურა.
მ პარალელი გაავლო გასული წლის მოვლენებთან, რომელიც უკავშირდებოდა „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებულ კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” და აღნიშნა, რომ სწორედ ასეთმა დატრენინგებულმა ადამიანებმა შეიყვანეს შეცდომაში ახალგაზრდები.
„წარსულში სამწუხაროდ გამოგვეპარა ასეთივე ტიპის პროცესები, როდესაც ამერიკული FARA-ს პლაგიატის იმპლემენტაცია დააპირა „ქართულმა ოცნებამ“ და სწორედ ასეთმა დატრენინგებულმა ადამიანებმა შეცდომაში შეიყვანეს ჩვენი გულანთებული ახალგაზრდები და საპროტესტო მუხტი გააჩინეს ამერიკული კანონის ქართული ვარიანტის მიმართ“-განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძემ როგორც კი სრული კონტროლი ხელში აიღო, ყველა თემას მიადგა, რაც ხალხის საჭიროებიდან გამომდინარეობს, მათ შორის, ფასებს – ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები, ამ საშინელი მემკვიდრეობის აღმოფხვრის ნაცვლად, თურმე საკუთარ ჯიბეზე უფრო ზრუნავდნენ

„ხელოვნური კონსტრუქტი“, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია, თავისი არაარჩევითი ბიუროკრატიული მოხელეებით, აშშ-სგან საკუთარი „ღირებულებების“ პატივისცემას და სუვერენიტეტის დაცვას მოითხოვს

მისასალმებელია მთავრობის ინიციატივა ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით. დადასტურდა, რომ ჩვენთან კომპანიები წეწავდნენ ხალხს და 14%-ით უფრო მაღალ მოგებებზე გადიოდნენ ვიდრე ევროპის ქვეყნებში – ახლა ველოდებით ამის აღსრულებასა და კონკრეტულ შედეგებს