“ასეთმა ბინძურმა კაცმაც კი პოლიტიკურად თავი არ დაამცირებინა მიშას იმ გადმოგდებული შეწყალებით” – დათო აბზიანიძე

ბლოგერი, დათო აბზიანიძე:
ბიძინასგან მამუკა ხაზარაძის შეწყალებაზე გამახსენდა ერთი ძველი ამბავი, რომელიც გახარიას “ქოცებო თქვე ნაცებო” მყეფარეებსაც მოგეწონათ და აწ უკვე მამუკას შემოფშვნილ-დისკრედიტირებულ ლელოსაც. შალვა რამიშვილი რომ დაიჭირა მიშამ, ხო ყველას გახსოვთ? შალვა ნამდვილად დამნაშავე იყო, ის ფულს სძალავდა ადამიანს, და ამ დანაშაულს თავადაც აღიარებდა, მაგრამ მის დაჭერაში ცხადად იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივი — მიშას მისი გაჩუმება უნდოდა, ნამეტანი ირტყნევინებოდა შალვა. ბადრი პატარკაციშვილს (ბიძინამდელ „ბიძინას“) უნდოდა შალვას მაშინდელ ტვ-ში ფულის ჩადება და მიშამ ამიტო მოჭიმა. 4 წლით ჩასვეს შალვა რამიშვილი და როცა ნახევარი მოიხადა, მიშასგან მისი შეწყალების საკითხი დადგა. პატრიარქმაც კი მოუწოდა შალვას, რომ შეწყალებაზე დათანხმებულიყო, მაგრამ მან უარი თქვა. განა რამე იდეალისტური ღირებულების გამო მოიქცა ასე, კაცს თავისი პირით აქვს ნაღიარები, რომ თურმე ადამიანმა თავი შეიძლება გაწიროს ბევრი ფულის გამო, და საკუთარი შვილები ბიძინას რეპრესიების გამო ქვეყნიდან გააქცია, თავი შეაზიზღა შთამომავლობას. აი, ასეთმა ბინძურმა კაცმაც კი გაიხედა ცოტა შორს და პოლიტიკურად თავი არ დაამცირებინა მიშას იმ გადმოგდებული შეწყალებით. ახლა დავუბრუნდეთ ს როცა მამუკა ხაზარაძეს ციხეში ჩასმისას ჰკითხეს, თუ რატომ ექცეოდა მას ასე ბიძინა, მან უპასუხა, რომ „არჩევნებში მონაწილეობის გამო დაგვატუსაღესო“. და როცა დღეს შეიწყალა ბიძინამ, მამუკამ თქვა: „გამოგვიშვეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ მოხდეს შავი პიარის გადმოსხმა“. — ანუ თავისი პირით აღიარა, რომ ბიძინამ მხოლოდ მამუკა იმიტომ გამოუშვა, და არა ციხეში უმიზეზოდ ნატანჯი მზია ამაღლობელი ან თუნდაც პოლიტიკოსი ზურა ჯაფარიძე, რომ ის გაყიდულად და რეჟიმთან გარიგებულად წარმოჩინდეს. ანუ ბიძინამ „პატარა ტრიუკი“ ჩაგიტარათ ჩემით და მეც დავთანხმდიო! რა იქნებოდა ერთადერთი სწორი პოლიტიკური სვლა ამ ღრმა ეჭვის გასაფანტად მამუკასგან? — ე.წ. არჩევნებზე აღარ გასვლა, ქოცებისთვის საერთაშორისო ლეგიტიმაციის რისკის არგაზრდა და რეჟიმთან სრული დაუმორჩილებლობა. საუკეთესო შემთხვევაში კი მისი სვლა იქნებოდა, რაც ყოვლად ამორალურმა შალვა რამიშვილმაც კი გათვალა — შეწყალებაზე უარის თქმა მანამ, სანამ მასთან ერთად ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლებოდა. სწორედ ამიტომ, მამუკა ხაზარაძე ჩემთვის არის 90-იანების „ცეხავიკი“ და „მევახშე“ — არაფერი სხვა. მე ბანკირობას ძალიან მორალურ და კარგ საქმედ ვთვლი, ადამიანისთვის ფულის სესხებასაც, მიუხედავად საქართველოში გამეფებული ანტისაბანკო კომუნისტური კალიბრის პოპულისტური პროპაგანდისა. ბოლო-ბოლო, ილია ჭავჭავაძე გვყავდა ქართველებს პირველი ქართული ბანკის დამაარსებელი. მაგრამ, როგორც ჩანს, ბატონმა მამუკა ხაზარაძემ ილია ჭავჭავაძესთან 1%-ით დამსგავსება კი არა, TEMU-დან გამოწერილი ფეიკ ბიძინობა აირჩია, რეჟიმთან ლოიალობაში მყოფი “ოპოზიციონერობის” თამაშით.