„ასეთი ხალხი რომ ბიძინას რამეს წაგლეჯს არ მჯერა და ვისაც გჯერათ გაგიმარჯოთ“ – ანა წითლაძე

ნაცმოძრაობის წევრი, ანა წითლაძე:
„სამეგრელოში იყო ასეთი საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია.
დიდწილად USAID აფინანსებდა.
ამ ორგანიზაციის ადგილობრივი მმართველები შემჩნეული იყვნენ ქართული ოცნების სასარგებლოდ მეთხილეების და გლეხების დატერორებაში.
რამდენიმე წლის წინ, ამ ასოციაციის თავმჯდომარე გახდა ერთი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც 2017 წლამდე ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.
მაშინ მე ზუგდიდის საკრებულოს წევრი ვიყავი და ჩემი არაერთი ბრიფინგი არსებობს სადაც კორუფციულ სქემებზე ვსაუბრობ და ვადანაშაულებ:)
2017 წელს ამ ბიჭს, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევისთვის ხმა მიაცემინეს.
არ უნდოდა მაგრამ სუსმა მაშინ ყველა გაპრესა.
მერე ეს ბიჭი ქოცებმა გადააყენეს და სხვა აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარედ. (რესპუბლიკელების კვოტით იყო ქოცებში და არ ენდობოდნენ)
2021 წელს სოფლის მაჟორიტარებად ვინც მყავდა, ნაწილს შეხება ჰქონდა თხილის ასოციაციასთან. მაშინ ყველა დაიბარეს და უთხრეს რომ კანდიდატურები მოეხსნათ, თორემ პრობლემები ექნებოდათ.
ერეოდნენ, ჩვეულებრივი სოფლის მაცხოვრებლების არჩევანში, მათ შორის პირადობის მოწმობების სკანდალში. ბევრი გაპრესეს. იყვნენ ისეთებიც ვინც წინააღმდეგობა გაუწია, ვერაფერი უქნეს და კანდიდატებად დარჩნენ.
ამ თხილის ასოციაციის თავმჯდომარეს რამდენჯერმე მე დავურეკე და ვუთხარი რომ მანდ არ მივეყვანე თორემ სათითაოდ დავამტვრევდი ყველა თხილს თავზე.
რუსული კანონის შემდეგ, თხილის ასოციაციას პრობლემები შეექმნა და ხელფასები ვერ გაიცა. ეს ბიჭი ლელოში აღმოჩნდა და როგორც ჩანს საკრებულოს წევრობას შეპირდნენ.
ამ ყველაფერს არ დავწერდი რომ არა მისი სტატუსი სადაც ნაცებს მოგვმართავს რომ “ჩვენ გაერთიანება არ გვინდა” “ბრძოლა არ გვინდა” ” რომ ზუგდიდის და თბილისი წასაგლეჯიაააა” რომ მამუკას თუ არა პაატა ზაქარეიშვილს მაინც უნდა დავუჯეროოოოთ” (კაცი რომელიც იძახდა პუტინი მტერი არ არისო, რატომ უნდა დავუჯერო არ ვიცი))
მე ასეთი ხალხი რომ ბიძინას რამეს წაგლეჯს არ მჯერა და ვისაც გჯერათ გაგიმარჯოთ.“