„ასეთი ტაქტიკური მიდგომები მნიშვნელოვანია, რომ მართლა შეძლონ მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსეთის მოყვანა“ – რატომ არბილებს აშშ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ?

„ასეთი ტაქტიკური მიდგომები მნიშვნელოვანია, რომ მართლა შეძლონ მოლაპარაკებების მაგიდასთან ს მოყვანა“ – რატომ არბილებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ?
აშშ-მა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შეარბილოს. ინფორმაციას გამოცემა Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ განხილვა უკვე დაწყებულია თეთრ სახლში. წყაროების ცნობით, იგეგმება იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის, მათ შორის, ზოგიერთი რუსი ოლიგარქისთვის სანქციების მოხსნა.
რას ნიშნავს ტრამპის ადმინისტრაციის ეს გეგმა? რატომ დადგა დღის წესრიგში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შერბილების საკითხი? ამ თემაზე ,,კომერსანტი“ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის დოქტორანტს გიორგი ლაბაძეს ესაუბრა. ის აცხადებს, რომ სანქციების შერბილება ტაქტიკური ნაბიჯია, რომელიც შესაძლოა მოლაპარაკებებისთვის ნიადაგის შექმნას ისახავდეს მიზნად. გიორგი ლაბაძე განმარტავს, რომ შტატებს ში ომის დასრულება სურს, თუმცა ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ ორივე მხარე (როგორც უკრაინა, ასევე რუსეთი) გამარჯვებულად წარმოჩნდნენ. გიორგი ლაბაძე განმარტავს, რომ რუსეთმა დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, რადგან მას უკრაინის ტერიტორიის სრულიად აღება სურდა. აქედან გამომდინარე, კრემლს გამარჯვების გაფორმება გაუჭირდება. ამერიკის მხრიდან კი მსგავსი ტაქტიკური დათმობა რუსეთის ხელისუფლებას საშუალებას მისცემს თავის მოსახლეობას ომის შედეგები გამარჯვებად მიასაღოს.
„ის რომ ამერიკელებმა არ იციან ვინ არიან რუსები ან უყვართ და პატივს სცემენ რუსებს ეს არის ზღაპრები. ვისაც უნდა დაიჯეროს ეს ზღაპრები, მაგრამ ეს აბსურდია. შეერთებულ შტატებს უნდა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი დაასრულოს. ის, რომ ომი გაგრძელდეს კიდევ ერთი ან ორი წელი და რუსეთი გამოიფიტოს ესეც განიხილება ამერიკელების მიერ, მაგრამ თუ დავესესხებით რუბიოს, მან თქვა, რომ თუ მივაწვდით იარაღს უკრაინას და კიდევ ერთი წელი გაგრძელდა ომი, ეს მაინც არ მოიტანს იმ შედეგს რაც ჩვენ გვინდა. ამიტომ უმჯობესია ომი დასრულდეს რაც შეიძლება მალე. ომის დასრულება რუსეთის მხრიდან როგორ გამოვა? ამერიკელებმა უნდა გააკეთონ მარტივი რაღაც. მათ უნდა გამოიყვანონ როგორც რუსეთი, ასევე უკრაინა (ანუ ორივე) მოგებულ მდგომარეობაში. სულ ცოტა ასე უნდა გაყიდონ შედეგი, რომ ორივემ მოიგო. რუსეთი ამ ომში გამარჯვებული რომ არ არის, ეს ყველას ესმის. მათ შორის ამერიკელებსაც. როგორ შეიძლება რუსეთი გამარჯვებული იყოს ამ ომში, როცა მას მთელი უკრაინის დაპყრობა უნდოდა და ამდენი ხანია წვალობს. იმისთვის, რომ რუსები მოსალაპარაკებლად მიიყვანონ, მათ სჭირდებათ მიიღონ ისეთი რაღაც, რასაც გაყიდიან თავის მოსახლეობაზე, რომ ამერიკამ აღიარა მათი გამარჯვება, რასაც სანქციების მოხსნა დაადასტურებს. ჩემი აზრით, ასეთი ტაქტიკური მიდგომები მნიშვნელოვანია, რომ მართლა შეძლონ მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსეთის მოყვანა. სხვანაირად მგონია, რომ ფიზიკურად ვერ მოხერხდება რუსების ზავზე დათანხმება. ეს არის შემზადება და იმის ჩვენება, რომ ჩვენ (ამერიკა) ვითვალისწინებთ თქვენ (რუსეთის) ინტერესებს და თქვენც გაითვალისწინეთ ჩვენი, რომ გვინდა ომის დასრულება. ამას ემსახურება სანქციების მოიხსნის საკითხის დაყენება“, – აცხადებს გიორგი ლაბაძე.
რაც შეეხება შტატებისა და უკრაინის ურთიერთობებს. გიორგი ლაბაძე განმარტავს, რომ აშშ რუსეთისა და უკრაინის მიმართ ერთნაირ დამოკიდებულებას ავლენს, რაც იმას ნიშნავს, რომ არ ხდება კონფლიქტში აგრესორისა და მსხვერპლის გამოყოფა. ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის დოქტორანტი ამბობს, რომ შტატების მიერ არჩეული ეს პოლიტიკა ბევრისთვის გასაკვირი აღმოჩნდა, თუმცა შტატების რიტორიკაზე დიდი გავლენა უკრაინის უარმა მოახდინა. უარმა, რომელიც მათ მინერალების შეთანხმების ხელმოწერაზე თქვეს.
,,ამ პროცესში ყველაზე გასაკვირია ის, რომ შეერთებული შტატები რუსეთსა და უკრაინას ერთნაირად ეკიდება. აქ ვერ ვხედავთ, რომ ერთი იყოს მსხვერპლი და მეორე აგრესორი. აქ ვხედავთ, რომ ამერიკას უნდა რაღაცნაირად მიიყვანოს მოლაპარაკებების მაგიდასთან ერთიც და მეორეც. ეს იყო მოულოდნელობა. მოულოდნელობა კიდევ უფრო გააღრმავა უკრაინის ერთგვარმა უარმა მინერალების შეთანხმების ხელმოწერაზე. ამერიკელები მიდიან იმ თემაზე, რომ ადგნენ და რაღაცნაირად დაემუქრონ უკრაინას, რომ არ მისცემენ დამატებით შეიარაღებას, თუ არ მოაწერენ ხელს. ეს მინერალები რეალურად სჭირდებათ ამერიკელებს და არ უნდათ, რომ სხვამ წაიღოს ეს მინერალები. მე მქონდა წარმოდგენა, რომ საუბარი იქნებოდა მეტი იარაღის მიწოდებაზე და რაღაცნაირად რუსების დასჯაზე, მაგრამ როგორც ჩანს ეს არ შედის ამერიკელების ამოცანებში. მათ სურთ, რომ ამ ფორმით დაასრულონ ომი.”- აცხადებს გიორგი ლაბაძე.