ევრობასკეტის მეორე მეოთხედფინალურ მატჩში სლოვენია გერმანიასთან 91:99 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. სლოვენიელთა ლიდერმა ლუკა დონჩიჩმა მატჩის შემდეგ მსაჯები გააკრიტიკა.
“პირველი ტექნიკური მატჩის დაწყებიდან 2 წუთში უმიზეზოდ მივიღე, მეოთხედფინალში ასეთი რაღაც არ უნდა ხდებოდეს… მნიშვნელობა არ აქვს, რომელ კალათბურთელზეა საუბარი. თანაც გაფრთხილების გარეშე, სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, რაზე ფიქრობდნენ მსაჯები.
მირჩევნია, ამ ყველაფერზე ბევრი არ ვისაუბრო, უფრო სწორად, სჯობს, რომ არ ვისაუბრო. მე-3 მეოთხედის დასაწყისში მე-4 ჯარიმა მივიღე, ეს კი ჩემს კარიერაში აქამდე არასდროს მომხდარა. რა თქმა უნდა, გაბრაზებული ვარ… მე-4 მეოთხედში მეტის გაკეთება შემეძლო. გადამწყვეტ მომენტებში სწორი გადაწყვეტილებები ვერ მივიღე. ჩემი თანაგუნდელებით ვამაყობ, ყველამ ვიბრძოლეთ, მაქსიმუმი გავაკეთეთ და დავამტკიცეთ, რომ გამარჯვება შეგვიძლია”, – განაცხადა დონჩიჩმა.
შეგახსენებთ, ევრობასკეტის ნახევარფინალში გერმანია ფინეთს შეხვდება, მატჩი 12 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.
“NBA-ის ჩემპიონებს, მსოფლიო ჩემპიონებს არ უნდა ვუწოდებდეთ, მათ ევროლიგის ბევრი გუნდი დაამარცხებდა” – თურქეთის ნაკრებისა და “პანათინაიკოსის” მწვრთნელი
[VIDEO] იოკიჩი VS დონჩიჩი – სერბეთის ნაკრებმა სლოვენია 34 ქულით დაამარცხა
3x3Geotour2025-ის ბათუმის ტურის გამარჯვებული გახდა ჩეტი | 12 ფინალისტი შეიკრა
[VIDEO] ლებრონისთვის და ლუკასთვის სეზონი დასრულებულია – “ლეიკერსი” “მინესოტასთან” დამარცხდა და პლეი-ოფს გამოეთიშა
კოკოშკოვმა ბალტიისპირელები სახლში გაუშვა
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა – ფინეთი გერმანიას შეხვდება
დონჩიჩმა დაბადების დღე გამარჯვებით აღნიშნა – “ლეიკერსმა” კალიფორნიულ დერბიში “კლიპერსი” დაამარცხა [VIDEO]
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა – დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა – სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
[VIDEO] იოკიჩი VS დონჩიჩი – სერბეთის ნაკრებმა სლოვენია 34 ქულით დაამარცხა
ევრობასკეტი 2015. მეტოქე სლოვენია: რევანში გვინდა!




