“ასეთი პარტიით გამარჯვება კი არა, ნორმალურთან მიახლოებული შედეგის დაფიქსირებაც კი შეუძლებელია” – მელიას განცხადება

ნიკა მე­ლია „ფე­ის­ბუქ“ გვერ­დზე წერს, რომ ნდო­ბის საბ­ჭო უნდა იყოს პარ­ტი­ის სტრა­ტე­გი­ის და ტაქ­ტი­კის გან­მსა­ზღვრე­ლი ერ­თა­დერ­თი ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც აი­ღებს თავ­მჯდო­მა­რის, პო­ლიტ­საბ­ჭო­სა და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი რგო­ლის ყვე­ლა ფუნ­ქცი­ას.

“ვი­ყა­ვი, ვარ და ვიქ­ნე­ბი ერ­თო­ბის მომ­ხრე. ერ­თო­ბა შე­იძ­ლე­ბა და­ე­ფუძნოს მხო­ლოდ ნდო­ბა­სა და თან­ხმო­ბას სა­ერ­თო მიზ­ნის გარ­შე­მო.

1 წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც პარ­ტი­ა­ში გარ­კვე­ულ­მა ჯგუფ­მა მო­ი­თხო­ვა არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მელ­საც მათი და­პი­რე­ბით, შე­დე­გად უნდა მო­ე­ტა­ნა პარ­ტი­ის გარ­დაქ­მნა, გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, სა­მო­ქა­ლა­ქო პრო­ტეს­ტის გამ­წვა­ვე­ბა და უახ­ლო­ეს თვე­ებ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ტყვე­ო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

რად­გან პარ­ტი­ის ერ­თი­ა­ნო­ბა და თან­ხმო­ბა ყო­ველ­თვის მი­მაჩ­ნდა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად, დავ­თან­ხმდი ამ არ­ჩევ­ნებს, რომ­ლის შე­დე­გად ჩა­მო­ყა­ლიბ­და პარ­ტი­ის ახა­ლი მე­ნე­ჯმენ­ტი. მე მი­ვი­ღე არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი, მი­ვუ­ლო­ცე და წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვე ახალ მე­ნე­ჯმენტს. სამ­წუ­ხა­როდ, ნდო­ბა არ­სე­ბუ­ლი მე­ნე­ჯმენ­ტის მი­მართ და­ი­კარ­გა მათი მოს­ვლი­დან პირ­ვე­ლი­ვე კვი­რა­ში.

მა­შინ, რო­დე­საც, ტექ­ნი­კუ­რი ყრი­ლო­ბა, რო­მელ­საც მხო­ლოდ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი უნდა და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა, გა­მო­ყე­ნე­ბულ იქნა პო­ლიტ­საბ­ჭოს დაშ­ლი­სა და ახა­ლი პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რე­ბის და­ნიშ­ვნი­სათ­ვის. ხალ­ხი უბ­რა­ლოდ გა­რი­ცხეს პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭო­დან, ჩე­მით და­წყე­ბუ­ლი ალ­ბათ ყვე­ლას სა­ხე­ლი და გვა­რი ცნო­ბი­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლია ეს უსა­მარ­თლო­ბა და ვე­რა­ვინ მი­ი­ღებს ამას….

პირ­და­პირ გე­ტყვით – ასე­თი პარ­ტი­ით გა­მარ­ჯვე­ბა კი არა, ნორ­მა­ლურ­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი შე­დე­გის და­ფიქ­სი­რე­ბაც კი შე­უძ­ლე­ბე­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, ახალ მე­ნე­ჯმენტს დღი­დან მოს­ვლი­სა არა­ფე­რი უკე­თე­ბია, გარ­და პარ­ტი­ის ხლეჩ­ვი­სა: პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს დაშ­ლის შემ­დეგ ახალ­მა მმარ­თვე­ლებ­მა საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბის სი­ე­ბი­დან ამო­ი­ღეს ყვე­ლა­ზე ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც წლე­ბის მან­ძილ­ზე იბ­რძო­ლეს და ბევრ სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში ისე ახ­ლოს მი­ვიდ­ნენ გა­მარ­ჯვე­ბას­თან, რო­გორც არა­სო­დეს მივ­სულ­ვართ. ყვე­ლა­ფე­რი ის, რა­ზეც ჩვენ ვსა­უბ­რობ­დით, ყვე­ლა ის ნე­გა­ტი­უ­რი მო­ლო­დი­ნი, რო­მელ­ზეც ვაფრ­თხი­ლებ­დით სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ახალ მე­ნე­ჯმენტს, დღეს სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა.

თით­ქმის 1 წლის თავ­ზე ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლია მათი მმარ­თვე­ლო­ბის შე­დე­გე­ბი:

პარ­ტია ორად არის გა­ყო­ფი­ლი. მე­ნე­ჯმენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად და­ი­კარ­გა ერ­თი­ა­ნო­ბა, დრა­მა­ტუ­ლად და­ზი­ან­და ნდო­ბა პარ­ტი­ის მი­მართ, ჩაკ­ვდა პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ტეს­ტი, პარ­ლა­მენ­ტში პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ას­ხი­ვებს სრულ პო­ლი­ტი­კურ უსუ­სუ­რო­ბას, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი კვლავ პა­ტიმ­რო­ბა­შია, ხოლო დაქ­საქ­სუ­ლი პარ­ტია დღი­თი­დღე კარ­გავს ოპო­ზი­ცი­ურ ველ­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რის ფუნ­ქცი­ას, ისე­ვე, რო­გორც ერ­თობ­ლი­ვი ოპო­ზი­ცი­უ­რი დღის წეს­რი­გის შექ­მნის უნარს.

2024 წლის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე წე­ლი­წად­ზე ნაკ­ლე­ბია დარ­ჩე­ნი­ლი. მო­რა­ლურ, ღი­რე­ბუ­ლე­ბით და პო­ლი­ტი­კურ კრი­ზის­ში მყო­ფი პარ­ტია დღეს უძ­ლუ­რია, უპა­სუ­ხოს ქვეყ­ნის წი­ნა­შე მდგომ ის­ტო­რი­ულ და გე­ო­პო­ლი­ტი­კურ გა­მოწ­ვე­ვებს.

პარ­ტი­ა­ში ჩვენ მარ­თლაც გვჭირ­დე­ბა ერ­თო­ბა… ერ­თო­ბა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი იდე­ა­ლე­ბი­სა და ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნის გარ­შე­მო, რო­მე­ლიც უნდა გახ­დეს ოპო­ზი­ცი­უ­რი ბრძო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და ამ ქვე­ყა­ნა­ში ცვლი­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი და წი­ნა­პი­რო­ბა. სწო­რედ ამას უნდა ემ­ყა­რე­ბო­დეს პარ­ტი­ის ერ­თო­ბის ნე­ბის­მი­ე­რი მა­ნი­ფეს­ტი თუ დეკ­ლა­რა­ცია.

ერ­თო­ბა და ნდო­ბის აღ­დგე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა მხო­ლოდ ამ პრო­ცე­სის პო­ზი­ტი­უ­რი გა­დატ­ვირ­თვის და გა­ნახ­ლე­ბის შე­დე­გად.

გთა­ვა­ზობთ, შე­იქ­მნას ნდო­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი საბ­ჭო, რო­მე­ლიც გახ­დე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი ერ­თა­დერ­თი ორ­გა­ნო და და­ე­ფუძ­ნე­ბა პა­რი­ტე­ტულ სა­წყი­სებს. ამ საბ­ჭო­ში პარ­ტი­ა­ში არ­სე­ბულ ინ­ტე­რეს­თა ყვე­ლა ჯგუფს უნდა ჰყავ­დეს სა­კუ­თა­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა; ნდო­ბის საბ­ჭო ასე­ვე უნდა იყოს პარ­ტი­ის სტრა­ტე­გი­ის და ტაქ­ტი­კის გან­მსა­ზღვრე­ლი ერ­თა­დერ­თი ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც აი­ღებს თავ­მჯდო­მა­რის, პო­ლიტ­საბ­ჭო­სა და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი რგო­ლის ყვე­ლა ფუნ­ქცი­ას. მხო­ლოდ ამ ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­ჩერ­დე­ბა არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი უარ­ყო­ფი­თი ეფექ­ტი.

ამ არა­ორ­დი­ნა­ლურ და მძი­მე კრი­ზის­ში ყვე­ლამ უარი უნდა თქვას პი­რად პო­ლი­ტი­კურ ამ­ბი­ცი­ებ­ზე და დად­გეს სუ­ბი­ექ­ტურ ინ­ტე­რე­სებ­ზე მაღ­ლა იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თგუ­ლე­ბი­სათ­ვის, რომ­ლის­თვი­საც თა­ვის დრო­ზე შე­იქ­მნა ეს პარ­ტია.

ერ­თო­ბას, ნდო­ბას, თან­ხმო­ბას და ბრძო­ლას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს; კარ­ჩა­კე­ტი­ლო­ბამ და არა­ფორ­მა­ლურ­მა მარ­თვამ პარ­ტია უფსკრუ­ლის პი­რას მი­იყ­ვა­ნა.

უარი უთხა­რით არა­ფორ­მა­ლურ მმარ­თვე­ლო­ბას, გა­ა­ღეთ პარ­ტი­ის კარი; – არა იმის­თვის, რომ ხალ­ხი წა­ვი­დეს, არა­მედ იმის­თვის, რომ თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი დაბ­რუნ­დნენ და ახ­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ მოძ­რა­ო­ბა­ში.

პ.ს. თუ ეთან­ხმე­ბით ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას, გა­და­დით ლინკზე და მო­ა­წე­რეთ ხელი. ხელ­მო­წე­რა არის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი:“,- წერს მე­ლია.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ