,,ნაცმოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი:
“მინდა გამოვეხმაურო გიორგი ბაჩიაშვილის წამებისა და მის წინააღმდეგ წარმოებული მკვლელი ჯგუფების საქმეს
ციხის უფროსიდან დაწყებული, რიგითი ბადრაგით გაგრძელებული, ასევე კრიმინალური სამყარო დაინტერესებულია, რომ 1 მილიარდი დოლარი “იშოვოს”!!!
ბიძინას რა ჰგონია, რომ კოდები მართლა, რომ თქვას ბაჩიაშვილმა მას მიუტანენ?! – ასეთი მიამიტი ხარ გრიგორიჩ?!
წარმოიდგინე მილიარდ დოლარზეა საუბარი!!!
ეს ხალხი 10 000 ლარის სანაცვლოდ შენ გემსახურება და მილიარდის $ სანაცვლოდ რას იზამს?! – აწამებენ, სიკვდილამდე მიიყვანენ ბაჩიაშვილს და თუ მოახერხეს და მისგან ეს კოდები გაიგეს, შენ არავინ მოგიტანს!!!
მაშინვე, მოკლავენ და გეტყვიან, რომ შემოაკვდათ, როდესაც თქვენთვის კოდებს სთხოვდნენ!!!
ნადირობაა გამოცხადებული ბაჩიაშვილზე, მაგრამ არა შენს გამო, არამედ 1 მილიარდი დოლარისთვის!!!
ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენი გაქვს გამოტანილი ახალგაზრდა კაცისთვის“
