“ასეთი თავხედობა დაღუპავს რუსეთს, რასაც ჩვენ მხოლოდ მივესალმებით” – ბატიაშვილი

ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:
წარმოდგენა რომ გვქონდეს რუსების თავხედობის დონეზე სტამბოლში დაწყებული მოლაპარაკებების მიმდინარეობისას – მათ მოითხოვეს თურქებისა (მასპინძლების) და ამერიკელების გაძევება შეხვედრის დარბაზიდან (!)
საქმე იმაშია, რომ დღეს -ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უარი განაცხადა რუს მეორეხარისხოვან ბიუროკრატებისგან დაკომპლექტებულ დელეგაციასთან შეხვედრაზე და ეს ბუნებრივია, რადგან მის დონეს არ შეესაბამებოდა. ამიტომ რუბიომ მოლაპარაკებებზე გაგზავნა სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის დირექტორი მაიკლ ანტონი. ახლა რუსული დელეგაცია აცხადებს, რომ ის ამერიკელების მოლაპარაკებების დარბაზში ყოფნის წინააღმდეგია და სურს, რომ მათაც და თურქეთის წარმომადგენლებმაც დატოვონ ოთახი მისასალმებელი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ.
მეორეს მხრივ კარგიცაა ეს ყველაფერი. ასეთი თავხედობა და ყველას და ყველაფრის მიმართ ზევიდან ყურება დაღუპავს რუსეთს, რასაც ჩვენ მხოლოდ მივესალმებით.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა გოგოლაშვილი – დარწმუნებული ვარ, როგორც ტრამპს მისწერეს წერილი, ზუსტად ისე მისწერეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს – ევროპელებმა გამოიყენებს შესაძლებლობა, რომ დაელაპარაკონ და ირაკლი კობახიძე სამიტზე მიიწვიეს