“ასეთი ვნებათაღელვის ფონზე, ეს პირდაპირ შედის თქვენი და კომისიის წევრების უფლებამოსილებაში” – რას ითხოვს რამაზ სამხარაძე კახა ბექაურის უწყებისგან

ბატონო კახა, ვინ თუ არა თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ყველა მედიამაუწყებლის შემოსავლები გამჭვირვალეა.
ვთვლი, რომ უფრო მკაფიო უნდა გახდეს კომუნიკაციების კომისიის ანგარიში საზოგადოებისთვის და პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლების და პარლამენტის წარმომადგენლებისთვის. რადგან “გამჭვირვალობის კანონი” მედიის რეგულირების სფეროსაც მოიცავს, გთხოვთ, გააკეთოთ გარკვეული პრეზენტაცია ბრიფინგის სახით და წარმოადგინოთ თითოეული მაუწყებლის შემოსავლები. ასეთი ვნებათაღელვის ფონზე, ეს პირდაპირ შედის თქვენი და კომისიის წევრების უფლებამოსილებაში. გთხოვთ, აუხსნათ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და ყველას, რომ მაუწყებლების და ავტორიზებული პირების შემოსავლების თითოეული თეთრი გამჭვირვალეა, როგორც თქვენს ვებგვერდზე ასევე კომუნიკაციების კომისიაში. აუხსენით, რომ ყოველ წელს, ყველა მაუწყებელი კანონითაა ვალდებული შემოსავლებ-გასავლებთან ერთად წარმოადგინოს კომისიაში აუდიტის დასკვნები და რომ ეს ინფორმაცია ღიაა თქვენს კომისიასა და ვებგვერდზე. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მაუწყებელი სოლიდური ფინანსური სანქციების ქვეშ ექცევა და შესაძლოა ჩამოერთვას მაუწყებლობის უფლებაც კი.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან

ირაკლი კირცხალია – სალომე ზურაბიშვილს უნდა პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც