„ასეთი დაბალი ფასები, რაც ახლა თბილისის სასტუმროებშია, ბოლო 30 წელია არ ყოფილა. ჩვენი სტრატეგიაა, ვიღაც მაინც შემოვიყვანოთ, რომ გადავრჩეთ“ – შალვა ალავერდაშვილი

„ასეთი დაბალი ფასები, რაც ახლა თბილისის სასტუმროებშია, ბოლო 30 წელია არ ყოფილა. ჩვენი სტრატეგიაა, ვიღაც მაინც შემოვიყვანოთ, რომ გადავრჩეთ“ – შალვა ალავერდაშვილი
9 სასტუმრო დაიკეტა ექვს თვეში და ბოლო ერთ თვეში – კიდევ 2, – ამის შესახებ სასტუმროების ფედერაციის თანადამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა სექტორის გამოწვევებზე საუბრისას, ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„9 სასტუმრო დაიკეტა 6 თვეში და ამ ბოლო ერთ თვეში კიდევ 2 სასტუმრო დაიკეტა. ჩვენი სტრატეგია ამ ეტაპზე იცით რა არის, ოღონდ სტუმრები მოვიზიდოთ, პლატფორმებზე ფასები ისტორიულ მინიმუმზე დავწიეთ.
ასეთი დაბალი ფასები, რაც ახლა თბილისის სასტუმროებშია ბოლო 30 წელია არ ყოფილა. ჩვენი სტრატეგიაა ვიღაც მაინც შემოვიყვანოთ, რომ გადავრჩეთ და კიდევ არ გავუშვათ თანამშრომლები. ესაა რეალობა, სადაც ვცხოვრობთ“,- მიმართა ალავერდაშვილმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.