ცნობილი პორტუგალიელი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო “ბენფიკას” ახალ მწვრთნელად წარადგინეს. “განსაკუთრებულმა” ლისაბონურ გუნდში დანიშვნის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბის თავკაცად დანიშნეს და იმისათვის ყველაფერს გააკეთებს, რომ “არწივებმა” წარმატებას მიაღწიონ.
“ბევრი ემოცია მაქვს, მაგრამ გამოცდილება მათ კონტროლში მეხმარება. მადლიერი ვარ ნდობისთვის. მე პორტუგალიელი ვარ. აქ არ არსებობს ადამიანი, ვინც არ იცნობს “ბენფიკას” ისტორიას, კულტურას და მასშტაბებს.
მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბის მწვრთნელი ვარ. მინდა, ყურადღება ჩემს მისიაზე გავამახვილო. 25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გუნდი პირველად ჩავიბარე, მაგრამ აქ ჩემი კარიერით ტრაბახის მიზნით არ ვარ.
25 წელი ვმუშაობდი მსოფლიოს უდიდეს კლუბებში. არცერთმა გიგანტმა, რომლის მწვრთნელობის შანსიც მქონდა, არ მომცა ისეთი პატივისცემის, პასუხისმგებლობისა და მოტივაციის გრძნობა, როგორც “ბენფიკამ”.”ბენფიკასთან” ერთად ვიცხოვრებ, ჩემს მისიასთან ერთად”, – ციტირებს მოურინიოს A BOLA.
ბიჭუნას არც უთხოვია, მესი თავად შეჩერდა – ლეომ ქართველ გულშემატკივარს ოცნება აუხდინა [VIDEO]
“ბარსელონა” ძალიან გამაღიზიანებელი გუნდია” – ბრუნო გიმარაეში
“ბევრს ვმღერი და კროსვორდებს ვავსებ, რადგან…” – სერ ალექს ფერგიუსონმა მის ყოველდღიურობაზე ისაუბრა
“ფენერბაჰჩეს” მოურინიოს შესაძლო შემცვლელებს შორის ორი კანდიდატი ჰყავს
“ბენფიკამ” უკრაინელი ფეხბურთელი დაიმატა
“ნოტინგემმა” ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა – მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
“ფენერბაჰჩეს” დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
მოურინიო სამშობლოში დაბრუნდება? – “ყარაბაღთან” მარცხის შემდეგ “ბენფიკას” მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს
მოურინიო: “ფენერბაჰჩეში” მუშაობა ჩემს დონეს არ შეესაბამებოდა
“ნოტინგემში” იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს – მოურინიომ შესაძლოა, “ლიდს იუნაიტედი” ჩაიბაროს
მოულოდნელი ამბავი – ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
“ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა? სამაგიეროდ, ევროპალიგის მოგებისთვის ვიბრძოლებთ” – ჟოზემ მოურინიო
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე – რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
