ასეთი არასერიოზული ქმედებების ფონზე გერმანიის ელჩის განცხადებას დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ – პრემიერი

გერმანიის ელჩი „ლელოსთან“ ერთად რეგიონში დადიოდა წინასაარჩევნო კამპანიაზე. ბოლნისში იყო ჩასული „ლელოს“ ლიდერებთან ერთად ასეთი არასერიოზული ქმედებების ფონზე ამ კაცის განცხადებას დიდ მნიშვნელობას ვერ მიანიჭებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის სამწუხარო მოვლენა.
„გერმანიის ელჩი „ლელოსთან“ ერთად რეგიონში დადიოდა წინასაარჩევნო კამპანიაზე. ბოლნისში იყო ჩასული „ლელოს“ ლიდერებთან ერთად. ასეთი არასერიოზული ქმედებების ფონზე ამ კაცის განცხადებას დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. გერმანია, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში. ელჩი, რომელიც აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის ვერ იქნება ღირებული. ეს არის ანტიქართული განცხადება და მე იმედი მაქვს, რომ ეს არის „ლელოს“ მხარდამჭერი ელჩის პირადი პოზიცია“, – განაცხადა პრემიერმა.
Next: ანაკლიის პორტის პროექტის განსახორციელებლად ხაზარაძემ ვერც ერთი სივრციდან ვერ მოახერხა ინვესტორის მოზიდვა, მათ შორის ვერც ჩინური კომპანიის, შესაბამისად, ეს არის მისი პასუხისმგებლობა

ასევე დაგაინტერესებთ

ითხოვენ პატიოსნება და ოჯახის ღირსება გარყვნილებაში და ჰომოსექსუალების გაბატონებაში გაცვალეთ, ქართული ადათ-წესები, ისტორია და წინაპრები დაივიწყეთ – LGBT საზოგადოების მომავლის დაცვაზე იზრუნეთ და კანონებით გაამყარეთო

ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს რეკომენდაციების შესრულებას, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“, „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ კანონების გაუქმებას და LGBTIQ პირთა უფლებების უზრუნველყოფას