ასეთი ამბავია პორტუგალიელთა ბანაკში – პირველი შანსი და წუთები საქართველოსთან, ჟოაო უკმაყოფილოა, გუნდი კი ყველაფერს იგებს

“ატლეტიკოს” საკუთრებაში მყოფი და “ბარსელონაში” იჯარით მოთამაშე ჟოაო ფელიქსი ეროვნულ ნაკრებში თავისი ყოფით ძალიან უკმაყოფილოა და ამაზე სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიც მეტყველებს.
მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე მას 1 წუთიც არ მისცა და თურქეთთან 3:0 მოგებული მატჩის შემდეგ გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ 24 წლის ფეხბურთელი ძალიან უკმაყოფილოა.
ალბათ, შეხსენება არავის გჭირდებათ, რომ ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას საქართველოს ნაკრები სწორედ უმოტივაციო პორტუგალიასთან ჩაატარებს.
რობერტო მარტინესმა უკვე თქვა, რომ შემადგენლობას გადაახალისებს და სავარაუდოდ, ფელიქსი პირველ წუთებს სწორედ ჩვენს
წინააღმდეგ ითამაშებს და იმედია, გახარებული სახით მოედანს არც მაშინ დატოვებს.

ასევე დაგაინტერესებთ