ასეთი ავარიის მასშტაბებიდან გამომდინარეც მესმის, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა, თუმცა, ჩვენ ინდივიდუალურად შევისწავლით თუ რატომ ვერ დასრულდა სამუშაო და აღდგენითი პროცესები

ასეთი ავარიის მასშტაბებიდან გამომდინარეც მესმის, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა, თუმცა, ჩვენ ინდივიდუალურად შევისწავლით თუ რატომ ვერ დასრულდა სამუშაო და აღდგენითი პროცესები
მიმდინარე კვირა საკმაოდ რთულად დაიწყო თბილისის მოსახლეობისთვის. 9 თებერვალს, გვიან ღამით დაზიანდა თბილისი ენერჯი საკუთრებაში არსებული ბუნებრივი გაზის მილი 500 მმ ბუნებრივი გაზის მილი, რომელიც ერთმანეთს აკავშირებდა საბურთალოსა და გლდანის რაიონებს, ამან გამოიწვია ის, რომ საბურთალოს მხარეს არსებულ 150 ათასზე მეტ აბონენტს შეუწყდა ბუნებრივი გაზის მიწოდება,-ამის შესახებ ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო გულეიშვილმა განაცხადა.
გულეიშვილის განცხადებით, როგორც თბილისი ენერჯი განმარტავს, აღნიშნული დაზიანება გამოწვეული იყო გარე ფაქტორით და მათი ბრალეულობა მოცემულ შემთხვევაში არ ვლინდებოდა, თუმცა, ენერგოომბუდსმენის სამსახური ამასთან დაკავშირებით დამატებით მოკვლევას ჩაატარებს.
„როგორც კომპანია განმარტავს, აღნიშნული დაზიანება გამოწვეული იყო გარე ფაქტორით. თავიანთი ბრალეულობა მოცემულ შემთხვევაში არ ვლინდებოდა, თუმცა, ჩვენ ამასთან დაკავშირებით დამატებით მოკვლევას გავაკეთებთ. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ დაზიანება ძალიან მალე, მეორე დღეს დილიდანვე აღმოფხვრილი იყო, აღდგენითი პროცესები გაჭიანურდა და დღემდე, თბილისის დიდ ნაწილს, დღეის მდგომარეობით 50 ათასამდე აბონენტს მიწოდება აღდგენილი არ აქვთ, რაც ალბათ გამოწვეულია სხვადასხვა ტექნიკური გაუმართაობით.
როგორც კომპანია ამასთან დაკავშირებით განმარტავს ბუნებრივი გაზის დაზიანების აღმოფხვრიდან აღდგენის პროცესები არის საკმაოდ რთული, რომელიც დაკავშირებულია ძალიან ბევრი ტექნიკური ჯგუფის მობილიზებასთან. უსაფრთხოების ნორმებიც დასაცავია და ხშირად ერთ კორპუსთან რამდენჯერმე უწევს მობილურ ჯგუფს მისვლა იმისათვის, რომ აღდგენითი პროცესები სრულად და უსაფრთხოდ დასრულდეს.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანია აკეთებდა განმარტებას, რომ თითქოს გუშინ საღამოს თბილისის მოსახლეობისთვის აღდგენა უნდა დასრულებულიყო, სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით, აღდგენითი პროცესები დასრულებული არ არის.
ასევე, კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონკრეტული უბნები დასრულდა, თუმცა, ცალკეული უბნებიდან და კორპუსებიდან მაინც შემოდის ჩვენთან შეტყობინება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ქუჩას კი მიეწოდება ბუნებრივი გაზი, მაგრამ რომელიღაც კორპუსები მაინც არის დარჩენილი ბუნებრივი გაზის გარეშე.
ასეთ შემთხვევებთან დაკავშირებით მინდა განმარტება გავაკეთო, რომ ჩვენ გადავამოწმეთ და თითოეულ ასეთ შემთხვევას კომპანიას ინდივიდუალურად ვაწოდებთ. კომპანია ამბობს, რომ თუ რაიმე კორპუსი არის დარჩენილი, ან კორპუსში სადარბაზოებია შეიძლება დარჩენილი, ეს არის შეიძლება გამოწვეული იმით, რომ აღნიშნულ კორპუსში ვერ მოხერხდა აღდგენითი სამუშაოების ჩატარება არსებული წნევის ვარდნის ან იქ არსებული დგარების მდგომარეობიდან გამომდინარე და სრულად ამიტომაც არ მოხდა აღდგენა. თუმცა, ჩვენ ამას ინდივიდუალურად შევისწავლით. ვნახავთ, რატომ მოხდა, რომ ვერ მოხერხდა თუნდაც დღემდე, ასეთი ავარიის მასშტაბებიდან გამომდინარეც მესმის, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა, მაგრამ ვერ დასრულდა სამუშაო და აღდგენითი პროცესები,“- განაცხადა ნინო გულეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს