“ასეთივე” | პესკოვი კითხვაზე, როგორი უნდა იყოს რუსეთის მომავალი პრეზიდენტი

კრემლის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ს მომავალი პრეზიდენტი ისეთივე უნდა იყოს, როგორიც მოქმედი პრეზიდენტი, ა.
ტელეკომპანია “МГИМО 360”-თან ინტერვიუში პესკოვმა თქვა, რომ მომავალი პრეზიდენტი უნდა იყოს “ასეთივე” როგორიც ვლადიმირ პუტინი, დამაზუსტებელ კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ეს კი უპასუხა – “ან სხვა, მაგრამ ასეთივე”.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის მარტშია დაგეგმილი. ფედერაციის საბჭო არჩევნების თარიღზე ოფიციალურ გადაწყვეტილებას 2023 წლის დეკემბერში მიიღებს, რის შემდეგაც პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამართონ წინასაარჩევნო ყრილობები და ოფიციალურად დაასახელონ კანდიდატები.
კანონში შეტანილი ცვლილებებით პუტინს ისევ შეუძლია კენჭი იყაროს. ამ თემაზე ჯერ მას განცხადება არ გაუკეთებია.

ასევე დაგაინტერესებთ