ასეთია ცენზურა და სასჯელი, როდესაც დიფ სთეითზე კრიტიკული კომენტარის გაკეთებას ბედავ ამერიკის ნეოლიბერალურ სივრცეებში
ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში დევიდ ო რასელის ფილმზე “ამსტერდამი” პოსტს აქვეყნებს, რომელიც 30-იან წლებში, უოლ სტრიტის პუტჩის მცდელობასთან დაკავშირებით კომენტარით სრულდება და ამბობს, რომ ეს შეთქმულება ვერ განხორციელდა, რის შემდეგაც, მრავალი წელი დასჭირდა მის დახვეწას და დღევანდელი ამერიკა, შესაძლოა სწორედ ამ უმდიდრესი ოჯახების და მეგაკორპორაციების გაუმჯობესებული გეგმის მიხედვით იმართება.
როგორც ოდიშარია აღნიშნავს, ფილმის გამოსვლიდან რამდენიმე დღეში, რეჟისორს მედიაში უგორდება სკანდალი, ფილმის გამოსვლიდან სამი წლის თავზე კი, რეჟისორის ყველა პროექტი, რომელიც ფორმირების პროცესში იყო, გაჩერებულია. მისივე თქმით, ასეთია ცენზურა და სასჯელი, როდესაც დიფ სთეითზე კრიტიკული კომენტარის გაკეთებას ბედავ ამერიკის ნეოლიბერალურ სივრცეებში, თუმცა, ქართველი ლიბერალი გვარწმუნებს, რომ ზუსტად იცის, დიფ სთეითი მოგონილი კონცეპტია და რეალობასთან კავშირი არ აქვს.
„გასული საუკუნის 33 წელს, ამერიკაში, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და შემზარავი პროცესი წარიმართა, რომელსაც დღეს საერთოდ არავინ იხსენებს. რამდენიმე უმდიდრესმა ოჯახმა, რომლებიც ფლობდნენ დიდ კორპორაციებს, მათ შორის ისეთ ცნობილ კონგლომერატებს, როგორიცაა „ჯეი პი მორგანი“, „ჯენერალ მოტორსი“ და „დიუპონი“, დაგეგმეს ფრანკლინ რუზველტის ჩამოგდება და ფაშისტური დიქტატურის დამყარება.
ეს ის დროა, როდესაც ვაშინგტონში და ნიუ იორკში თავისუფლად ტარდებოდა ფაშისტების აღლუმები ცენტრალურ ქუჩებზე. უოლ სტრიტის პუტჩი, როგორც ამ მოვლენას დაერქვა, საბოლოოდ ვერ განხორციელდა, წარიმართა გამოძიება და სასამართლო მოსმენა, მაგრამ მტკიცებულებების მიუხედავად, შეწყვიტეს პროცესი და საბოლოოდ არავის პასუხისგება არ დამდგარა. ამ ამბიდან 99 წლის შემდეგ, ამერიკულ პოპ კულტურაში, პირველად იქმნება ნაწარმოები, რომელიც მომხდარზე რეფლექსირებს, დევიდ ო რასელის “ამსტერდამი”, ბრწყინვალე ფილმი, როგორც ესთეტური, ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით.
რეჟისორი ფილმს რომანტიკულ ნოტაზე ასრულებს, უწყინარი პოლიტიკური კომენტარის ფონზე, რომ 30-ან წლებში, ეს შეთქმულება ვერ განხორციელდა, რის შემდეგაც, მრავალი წელი დასჭირდა მის დახვეწას და დღევანდელი ამერიკა, შესაძლოა სწორედ ამ უმდიდრესი ოჯახების და მეგაკორპორაციების გაუმჯობესებული გეგმის მიხედვით იმართება. თითქოს არაფერი, თავისუფალი სიტყვის ქვეყანაში რა პრობლემაა წარმატებულმა ჰოლივუდის რეჟისორმა მსგავსი რეპლიკა რომ გააკეთოს? თუმცა ფილმის გამოსვლიდან რამდენიმე დღეში, რეჟისორს მედიაში უგორდება სკანდალი, აქტიურად იწერება, რომ ათეული წლის წინ ის სექსუალურ შევიწროებაში, გადასაღებ მოედანზე მსახიობებთან უხეშ მოპყრობაში იყო შემჩნეული და მოქმედებაში მოჰყავთ “გაუქმების კულტურა”.
ფილმს ცალკე აძაგებენ, არ აძლევენ არანაირ ნომინაციას არცერთ მნიშვნელოვან ფესტივალსა თუ კინო დაჯილდოებაზე. ფილმის გამოსვლიდან სამი წლის თავზე კი, რეჟისორის ყველა პროექტი, რომელიც ფორმირების პროცესში იყო, გაჩერებულია. ასეთია ცენზურა და სასჯელი, როდესაც დიფ სთეითზე კრიტიკული კომენტარის გაკეთებას ბედავ ამერიკის ნეოლიბერალურ სივრცეებში. თუმცა, ქართველი ლიბერალი გვარწმუნებს, რომ ზუსტად იცის, დიფ სთეითი მოგონილი კონცეპტია და რეალობასთან კავშირი არ აქვს. ჯობს მას დავუჯეროთ“, – წერს ბაჩო ოდიშარია.
Next: ეს საქმე არის მამხილებელი დოკუმენტი იმისა რომ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობა იდგა სისხლზე და ძალადობაზე და ქალბატონი როინ შავაძის მეუღლე დღეს ამას საკუთარი მონაყოლითაც ამტკიცებს
