“ასეთები ჭირდება ბიძინეს – უპოზიციო, უბიოგრაფიო, უსახური და სრულიად მორჩილი ტიპები” – რას წერდა ცოტნე გამსახურდია კობახიძეზე

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია, ზე. რომელიც, დღეს, ოცნებამ პრემიერ–მინისტრობის კანდიდატად წარადგინა, წერდა:
ამას წინათ ჩემს უბანში მოხუც ქალს დავეხმარე. რა სათქმელი და მოსაყოლია, მაგრამ ცოტაც წაიკითხეთ. არაფერი უთხოვია, უბრალოდ თავისთვის იჯდა, საწყლად. შემოდგომის მზის უკანასკნელ სხივებს ეჩვენებოდა… მეც უბრალოდ მივედი და მოულოდნელად ჩავუდე კალთაში რაღაც ოცი ლარი.
მლოცა და მლოცა ამ ქალმა, მაქო და მადიდა. ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს ასეთ სიტუაციებში და ვეცადე სწრაფად გავრიდებოდი. არც კმაყოფილება და ამპარტავნება, არც მოვალეობის მოხდის გრძნობა, არამედ სირცხვილის გრძნობა დამეუფლა. მინდოდა წავსულიყავი, დავმალულიყავი სადმე, რადგან იმ ქვეყნის მოქალაქე და ნაწილი ვარ, სადაც უმწეო მოხუცი მზადაა ფეხქვეშ გაეგოს ყველას, ვინც ოც მათხოვრულ, ჭუჭყიან ლარს მისცემს! ასი იყოს თუნდაც… შემრცხვა, რომ არ მაქვს საშუალება ყველა ასეთ მოხუცს დავეხმარო, გავათბო, დავუბრუნო ადამიანური ყოფა. თუმც ამაზე მეტად შემრცხვა საკუთარი უზრუნველყოფილი ყოფის მიუხედავად იმისა, რომ მისი მდგომარეობა ჩემი პირდაპირი დანაშაული არ არის… და გამახსენდა ჩვენი უსინდისო, ნაბიჭვარი ხელისუფლების წევრები, როგორ სიხარულითა და სიამაყით პოზირებენ კოსტუმ-ჰალსტუხებში ასეთი, განადგურებული, დაჩაჩანაკებული ადამიანების ფონზე! მაგალითად – “არჩილ თალაკვაძემ მაკვანეთსა და შემოქმედში სოციალურად დაუცველები მოინახულა” ან “ირაკლი უსახლკაროთა თავშესაფარში მივიდა”, და… წელიწადნახევარში სამოცდათხუთმეტჯერ აიღო პრემია!