ასეა, ყოველთვის გაიმარჯვებ როცა მართალი ხარ – ნინო ფოჩხუა

ასეა, ყოველთვის გაიმარჯვებ როცა მართალი ხარ – ნინო ფოჩხუა
ნინო ფოჩხუა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლითაც სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სამოქალაქო სარჩელი და „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს 9000-მდე ბიტკოინის დაბრუნება დაევალა.
„დღეს ბიძინა ივანიშვილის სარჩელი გიორგი ბაჩიაშვილის 9000 ბიტკოინის დაბრუნების თაობაზე, საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. ოპოზიციური მედია აუცილებლად აიტაცებს ამ თემას, ბაჩიაშვილს უკანონოდ დაჩაგრულად გამოაცხადებს და ივანიშვილს გამომძალველად.
ამდენი მაგალითის ფონზე ივანიშვილის ბიოგრაფიიდან, ან როდის გამოუძალავს ვინმესთვის ფული ან ქონება და როდის წაუგია რომელიმე სასამართლო, მითუმეტეს ახლა, როცა მთელი მსოფლიო გამადიდებელი შუშით აკონტროლებს მის ყოველ ნაბიჯს, როგორ ფიქრობთ შეიტანდა სარჩელს ბაჩიაშვილის წინააღმდეგ? ასეა, ყოველთვის გაიმარჯვებ როცა მართალი ხარ, ვურჩევ მელაძეებს და გრიგოლიებს ნუღარ შეიწუხებენ თავს ერთდღიანი ტყუილებით. სამართალმა კი პური ჭამაო, ნათქვამია.“- წერს ნინო ფოჩხუა.
ამ თემაზე:
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა და გიორგი ბაჩიაშვილს 9000-მდე ბიტკოინის დაბრუნება დაევალა

ასევე დაგაინტერესებთ

გვარამიას უსაყვარლესი თემა იყო პატრიარქის დაკნინება- ახლა გამოდგა და კაკანებს, ვერ გამოვემშვიდობეო! შენ ვერც სამძიმარზე გაბედე მისვლა, არ იყო გულსევდიან მორწმუნეებში შენი ადგილი! ბიძინა ივანიშვილი იქ უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც, ამას დამსახურება სჭირდება, შენ ვერ დაიმსახურე

დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა შენი უშუალო ქმედებების კონკრეტული მტკიცებულება – ასეთი ორგანოს წევრობა საბავშვო გართობა არ არის, იგი სრულწლოვანია და ამას უნდა აცნობიერებდეს