ასაფეთქებლის არსებობაზე ცრუ შეტყობინებისთვის ერთი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა კაცი, რომელსაც ბრალად ედება სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებლის არსებობაზე ცრუ შეტყობინების გაკეთება. მას სამიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.
30 წლამდე კაცი სუსმა გუშინ, 20 ივნისს დასავლეთ საქართველოში დააკავა.
„დაკავებულმა პირმა მიმდინარე წლის 6 მაისს განახორციელა შეტყობინება ქალაქ ს ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ“, – აცხადებენ უსაფრთხოების სამსახურში.
ამ და სხვა ათეულობით შემთხვევაზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით:
„დადგენილია, რომ შეტყობინებების დიდი ნაწილი განხორციელებულია საზღვარგარეთიდან. იდენტიფიცირებულია კონკრეტული ქვეყნები, ელექტრონული ფოსტები და IP მისამართები“.
მასალა განახლდება
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ