საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე ძველ, 137 წლის ბიზნესს, “ლაღიძის წყლებს” განახლებული ლოგო და ბიზნესის განვითარების ახალი გეგმა აქვს. სააქციო საზოგადოება “ლაღიძე”-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და ლაღიძის წყლების დამფუძნებლის შვილთაშვილმა თინათინ ლაღიძემ ლოგოს და ბრენდის განახლების დეტალებზე bm.ge-სთან ისაუბრა.