საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატების B ლიგები დებულებით დახურული ტურნირებია, რომლებშიც გუნდები ქვედა და ზედა ლიგებიდან ნაჩვენები შედეგების გზით ხვდებიან. თუმცა ფედერაცია ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ არაერთი პერსპექტიული მოზარდი, შესაძლოა, დარჩეს აღნიშნული ლიგების მიღმა და მოაკლდეს განვითარებისთვის საჭირო სათამაშო გამოცდილება. აქედან გამომდინარე, წლეულს ფედერაცია ერთჯერადად ჩაატარებს საკვალიფიკაციო ტურნირებს, რომლებში წარმატებული გუნდებიც მოიპოვებენ ადგილს შესაბამის ასაკობრივ B ლიგებში. ეს, რა თქმა უნდა, ეხებათ იმ კლუბებსა და საკალათბურთო სკოლებს, რომლებსაც კონკრეტულ B ლიგაში საკუთარი გუნდი არ ჰყავთ.
14, 16 და 18 წლამდელთა B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ოლიმპიური სისტემით ჩატარდება და მასში მონაწილეობის მისაღებად გუნდებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ. რეგისტრაციის პროცესი დაწყებულია და 28 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
მსურველებმა მოგვწერეთ, ან დაგვირეკეთ:
[email protected], ტელ: 558 786 954
GBF
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა – სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
საქართველომ ეს შეძლო | 16-წლამდელთა ნაკრებმა ელიტაში ადგილი შეინარჩუნა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უკრაინას სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა
