ბაშარ ასადმა სირიიდან რუსეთში თითქმის 2 ტონის მოცულობის ევრო და დოლარი გადაიტანა, წერს გამოცემა The Financial Times კონფიდენციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით. როგორც სტატიაში აღნიშნულია, 2018-2019 წლებში სირიიდან ვნუკოვოს აეროპორტში 21 რეისი ჩავიდა, რომლის ბორტზეც $250 მილიონზე მეტი ნაღდი ფული იყო.
გამოცემა წერს, რომ თანხა $100 და €500 კუპიურებით გადაჰქონდათ და რუსულ ბანკებში ათავსებდნენ. აღნიშნულ რუსული ბანკები ამ დროისთვის სანქცირებულია. FT-ი იხსენებს, რომ აღნიშნულ წლებში სირიაში ეკონომიკური კრიზისი იყო, რაც სამხედრო არეულობასთან ერთად უცხოური ვალუტის მწვავე დეფიციტით იყო გამოწვეული. მას შემდეგ, რაც ოპოზიციურმა ძალებმა გამოაცხადეს დამასკოს დაკავება და რეჟიმის დამხობა, 8 დეკემბერს დატოვა სირიის პრეზიდენტის პოსტი და მოსკოვში ჩავიდა.
ოპოზიციური ძალების მიერ დამასკოს დაკავების შემდეგ, 8 დეკემბერს, ბაშარ ასადმა პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა და რუსეთში გაფრინდა. ოფიციალურმა მოსკოვმა სირიის ექსპრეზიდენტსა და მის ოჯახს თავშესაფარი მისცა.