ასადმა არძინბას უთხრა, რომ ყველაფერს გააკეთებს არაბული ქვეყნების მიერ აფხაზეთის “აღიარების გაფართოებისთვის”
სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, ინალ არძინბას შეხვდა. საოკუპაციო რეჟიმმა ბაშარ ალ-ასადი მომავალ წელს ოკუპირებულ აფხაზეთში მიიწვია.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ მხარეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში და დაგმეს შეერთებული შტატების “ქმედებები და მცდელობები კონფლიქტების დაწყების შესახებ” ახლო აღმოსავლეთში, ამიერკავკასიასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში.
“პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ ყველა ღონეს გამოიყენებს არაბული სამყაროს ქვეყნების მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარების გაფართოებისთვის”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.