ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, სირიაში პირველი შიდა ავიარეისი შესრულდა

სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ოთხშაბათს, 18 დეკემბერს, ქვეყანაში პირველი შიდა ავიარეისი შესრულდა. ქალაქ ალეპოს აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომელიც დედაქალაქ დამასკოდან ჩამოფრინდა.
მათ შორის, ვინც ბორტის ჩამოსვლას მიესალმა, იყვნენ „თეთრი ჩაფხუტების“ სახელით ცნობილი სირიის სამოქალაქო თავდაცვის ქვედანაყოფის წევრები. გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე მყოფთა შორის იყვნენ ჟურნალისტებიც.
ადგილობრივი მოსახლეობაში ამ რეისის შესრულება აღიქმება, როგორც ნიშანი იმისა, რომ ბაშარ ასადის ჩამომგდები მეამბოხეთა დაჯგუფება „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი“ ქვეყნის მართვას მოახერხებს.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”