არ წყდება ქართველი ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვის პროცესი ევროკავშირის ფულით, არადა, საკუთარ ახალგაზრდებს უკვე შაშხანები უჭირავთ შუაგულ ევროპაში

„კეთილ რჩევას მივცემდით ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, იქნებ საკუთარ ახალგაზრდებს მიხედოთ, თორემ ხელში უკვე შაშხანები უჭირავთ შუაგულ ევროპაში,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე, რითაც ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებისთვის ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ დახურულ შეხვედრებს ეხმიანება.
ექსპერტი წერს, რომ ქართველი ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვა უცხოური ფულით კვლავ გრძელდება.
„არ წყდება ქართველი ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვის პროცესი საქართველოში უცხო ქვეყნის ფულით. დეზინფორმაცია კიდევ უფრო დიდი დატვირთვით მიედინება სამიზნე ჯგუფებში, სადაც ახალგაზრდობა უპირატესია. მათ კარგად იციან, რომ ამ ბავშვებს ასაკიდან გამომდინარე, აგვისტოს ომიც კი არ უნახავთ და მათთან მუშაობა ამ მხრივ ადვილია. ს იმიჯზე ნაკლებად ვდარდობთ, ჩვენთვის მთავარი ტყუილებით გაზრდილი თაობაა.
წარსულში ჩარჩენილი ევროპის ხელმძღვანელობისთვის უკვე პოლიტიკური ბოღმის საკითხია საქართველოს ხელისუფლების შეცვლა და ამ სიტუაციაშიც კი არ წყვეტენ მუშაობას. მაშინ, როდესაც ევროკავშირი პოლიტიკურ კრიზისში შედის, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს, მაინც ჩვენთვის იცლიან და ცდილობენ ბოლო შხამიც ისროლონ ქვეყანაში. ისინი აგრძელებენ ახალგაზრდების რევოლუციონერად დატრენინგებას საქართველოში, თუმცა, ავიწყდებათ, რომ რევოლუცია მათ წიაღში მზადდება უკვე.
იმდენად სანატრელი გაუხდათ ევროპელ ლიდერებს საქართველოში ვადამდელი , რომ შესაძლოა ვადამდელი თავად ევროპაში ვიხილოთ. შეუძლებელია ევროპის დღევანდელმა ლიდერშიპმა ტრამპის აგრესიულ პოლიტიკას კიდევ 4 წელი გაუძლოს. ამას თავად ადგილობრივი მოსახლეობა არ დაუშვებს. ამიტომ, კეთილ რჩევას მივცემდით ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, იქნებ საკუთარ ახალგაზრდებს მიხედოთ, თორემ ხელში უკვე შაშხანები უჭირავთ შუაგულ ევროპაში. მძიმე დღეები აქვს ევროპას და ისე არ მოხდეს, რომ ჩვენი ხელისუფლების თანამონაწილეობაც გახდეს საჭირო თქვენთან დანთებული ცეცხლის ჩაქრობაში,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ათი წლის იუბილე აღინიშნება მას შემდეგ, რაც ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა ჩაუდგა სათავეში ფეხბურთის განვითარების საქმეს და უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ გუნდის დამსახურებაა ის განსაკუთრებული და გამორჩეული მიღწევები, რაც ქართულ ფეხბურთს აქვს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში

მე და ჩემი გუნდი მოუთმენლად ველით, ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაცია, უფრო ძლიერი გავხადოთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტ ახალგაზრდას დავეხმაროთ წარმატების მიღწევაში და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილი შევიტანოთ

ბაჩანა ახალაიასა და ერთ-ერთი გლუვტვინიანი ნაცპროპაგანდისტის ბოლო ინტერვიუდან ჩანს, რომ გადატრიალების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი აღიარებს ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს 4 ოქტომბერს, რომელშიც თურმე “არ მონაწილეობდა”