არ წამოეგოთ პროვოკაციებს – გახარიას პარტია აქციის მონაწილეებს

გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, რომ არ წამოეგონ ხელისუფლებისა თუ სხვა აქტორების პროვოკაციების პროტესტის მიმდინარეობისას.
პარტიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ 12 მაისს ქართულმა ოცნებამ “ხალხის მიმართ ძალადობა კიდევ ერთხელ დააანონსა”, რაშიც საქართველოს პრემიერმინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებები იგულისხმება.
“ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების – საქართველოს პროკურატურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მენეჯმენტს და სახალხო დამცველს, შევახსენებთ მათ მანდატს და მოვუწოდებთ, შეასრულონ კანონით განსაზღვრული ვალდებულება და დროული რეაგირებით თავიდან აიცილონ მძიმე შედეგები.
უმოქმედობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ხელისუფლების დანაშაულში თანამონაწილეობაა, რაზეც პასუხისმგებლობას დაეკისრება ყველა პასუხისმგებელ პირს.
მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ წამოეგონ ხელისუფლების თუ სხვა აქტორების პროვოკაციებს (რომელიც, როგორც ჩანს, მრავლად იქნება).
საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გავაგრძელოთ უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტი არჩევნებამდე. ეს არის ის, რისიც “ოცნებას” ყველაზე მეტად ეშინია. ეს არის ის, რაც გადაარჩენს საქართველოს ევროპულ მომავალს და აგვარიდებს სამოქალაქო დაპირისპირებას”. – წერია განცხადებაში.
12 მაისს, პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “რადიკალური ოპოზიციის” თითოეული წევრი “ძალადობრივი ქმედებებისთვის უმკაცრესად აგებს პასუხს”, ხოლო ამავე დღეს შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური სისხლის სამართლის დევნით დაემუქრა ყველას, ვინც პარლამენტის ბლოკირებას შეეცდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩო ახალაიას მეუღლე: მოწოდება არც საჯარო იყო, რადგან დახურულ სხდომაზე იყო გაკეთებული და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ არის სახელმწიფო და კონსტიტუცია. არანაირი მტკიცებულება არ აქვთ

ნიკოლ ფაშინიანი – გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ქართველ მოძმე ხალხს – ამ მძიმე დანაკლისისას მათ ძალასა და გამძლეობას ვუსურვებ

ირაკლი კობახიძე – უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას – ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია

პატრიარქი კირილი: ღრმა მწუხარებით მივიღე ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი