არ ჩანს დამაჯერებლად “ლელოს” კვერცხების ამბავი – ლევან ნიკოლეიშვილი

არ ჩანს დამაჯერებლად “ლელოს” კვერცხების ამბავი – ლევან ნიკოლეიშვილი
არ ჩანს დამაჯერებლად “ლელოს” კვერცხების ამბავი, ვერც გამოჩნდება, უბრალო მიზეზიდან გამომდინარე-ძალიან მარტივად, მშვიდად და აუღელვებლად ეგებება “მერობის კანდიდატი” კვერცხების წვიმას, მართალია ზოგი კი წამოხტება და “გარბის”, დანარჩენები კი ვითამც არაფერი კუპრაძეს უსმენს – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ამ არადამაჯერებელ ამბავში უფრო სასაცილოდ ის ფაქტი ჩანს, რომ “ტიტუშკების შემოტევას”, საეჭვოდ მომზადებულები დახვდნენ “ლელოში”, ვინაიდან, საპასუხო ბანერი, სადაც ინციდენტში ‘ქართული ოცნება” დაადანაშაულეს, მომზადებული ჰქონდათ.
“არ ჩანს დამაჯერებლად “ლელოს” კვერცხების ამბავი, ვერც გამოჩნდება უბრალო მიზეზიდან გამომდინარე – ძალიან მარტივად, მშვიდად და აუღელვებლად ეგებება “მერობის კანდიდატი” კვერცხების წვიმას, მართალია ზოგი კი წამოხტება და “გარბის”, დანარჩენები კი ვითომც არაფერი, კუპრაძეს უსმენს. ამ არადამაჯერებელ ამბავში კი უფრო სასაცილოდ ჩანს, რომ როგორც თვითონ ამბობენ, ტიტუშკების შემოტევას, ძალიან საეჭვოდ მომზადებულები დახვდნენ, როგორც მინიმუმ “შესაბამისი” საპასუხო ბანერი მომზადებული ჰქონდათ. ამას აიტანს კაცი, მთავარია არჩევნებში დამარცხების მერე “ლელომ” და “გახარიას” პარტიამ ერთმანეთს არ დაამტვრიონ თავ-პირი; აქაც გამზადებული ექნებათ ბანერი: “ოცნებამ, ჯერ გააყალბა და მერე სამაგალითოდ გვცემა.” – წერს ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძემ და ჩინეთის ელჩმა საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება და პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს

საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ბიზნესის მაქსიმალური ხელშეწყობა, ბიზნესის თავისუფლების უზრუნველყოფა და სწორედ ეს პრინციპები უდევს საფუძვლად იმ ეკონომიკურ განვითარებას, რომელსაც ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში