„არ ჩანს არაფერი რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“ – ყაველაშვილი ჯაფარიძის დაკავებაზე

იმედი LIVE-ის ეთერში ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას გამოეხმაურა.
„ახლა ჯაფარიძე რასაც აკეთებს, რისთვის აკეთებს? აქამდე რატომ არ განახორციელა რამე გრანდიოზული, რომ შეეწინააღმდეგა ამ ხელისუფლებას, სკენ მიჰყავთო და რას აპირებს და როგორ აპირებს? გადახდით ან არ გადახდით განწყობა უნდა შექმნას, რომ, აი, რა? მაგარი ბიჭია? რას აპირებენ და როგორ აპირებენ?
არ ჩანს არაფერი მსგავსი რომ [მისი დაკავება] პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. სახელმწიფო ვალდებულია, რომ რეაგირება მოახდინოს. ეს არის და ეს.
ეს რისთვისაა განპირობებული? რომ იყვირონ, რომ ‘ნახე პოლიტიკოსი დააკავა და ნახე როგორი დესპოტია და ნახე როგორ ექცევა პოლიტპატიმრებს' და თქვენ რომ მე კითხვა დამისვათ, რომ ‘როგორ აპირებთ ახლა ცხოვრებას, ან ურთიერთობას ევროკავშირთან? აგერ პოლიტპატიმრები გყავთ და იძახიან, რომ აქ პოლიტიკოსები დააკავეთ“, – თქვა ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს