არ შეიძლება პუტინთან მოლაპარაკებები უკრაინის, ევროპისა და -ის ერთიანი პოზიციის გარეშე დაიწყოს – ზელენსკი – Netgazeti • • დონალდ ტუსკი • • Netgazeti.ge

უკრაინის პრეზიდენტი, მსოფლიო ლიდერებს აფრთხილებს, არ ენდონ ს პრეზიდენტის, ს მზაობას ომის დასრულების შესახებ. მისი თქმით, ამ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყება არ შეიძლება, თუ ს, ევროპასა და -ს ერთიანი პოზიცია არ ექნებათ.
ამის შესახებ მან პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, დონალდ ტუსკისთან საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.
“მე ვესაუბრე პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს. ჩვენ განვიხილეთ ში გრძელვადიანი და რეალური მშვიდობის მიღების შესაძლებლობები და შევთანხმდით, რომ არ შეიძლება პუტინთან მოლაპარაკებები დაიწყოს უკრაინის, ევროპისა და აშშ-ის ერთიანი პოზიციის გარეშე. მე ინფორმაცია მივაწოდე პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტ ტრამპთან ჩემი საუბრის შესახებ. ჩვენ განვიხილეთ ძირითადი გზავნილები და ყველა ევროპელის კოორდინირებულ პოზიციების საჭიროება მთელი ევროპისთვის წარმატებული შედეგის მისაღწევად. მე ხაზი გავუსვი, რომ უკრაინამ უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები ძლიერი პოზიციიდან, ძლიერი და საიმედო უსაფრთხოების გარანტიებით და NATO-ში გაწევრიანება იქნება ყველაზე ხარჯთეფექტური პარტნიორებისთვის. კიდევ ერთი მთავარი გარანტია არის სერიოზული ინვესტიცია უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში. მე, ასევე, გავაფრთხილე მსოფლიო ლიდერები, არ ენდონ პუტინის მზაობას ომის დასრულების შესახებ”, – წერს ზელენსკი.
აშშ-ის პრეზიდენტი, ინაუგურაციიდან მალევე ჯერ პუტინს, შემდეგ კი ზელენსკის ესაუბრა. პუტინთან საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპმა თქვა, რომ შეთანხმდნენ, მათი შესაბამისი გუნდები დაუყოვნებლივ დაიწყებდნენ მოლაპარაკებებს უკრაინის საკითხზე.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

წულუკიანი: მე ვარ დასანქცირებული. ჩავთვალოთ, რომ, დღეს არ მიკეთია ბროში, მაგრამ ბროში რომ მიკეთია, იმის მაგივრად მიკეთია ყვითელი ვარსკვლავი, თუ ჩავთვლი, რომ სანქცია არის ჩემთვის ყვითელი ვარსკვლავი, რომ ვარ მე მიუღებელი

ტობიას კრემერი: რეპორტაჟის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ ის წყლის ჭავლში შეურია და არა დამპყრობელი არმიის, არამედ თავისი ხალხის წინააღმდეგ მიმართა: ქალების და ბავშვების, სტუდენტებისა და ექთნების, მუშებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ