ანტრეპრენიორი, გიორგი ციქუბაძე BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა ბიზნესზე მნიშვნელოვნად იმოქმედა, რაც ტურიზმის შემცირებაში გამოიხატება.
მისი პროგნოზით, თუ ქვეყანა კრიზისული სიტუაციიდან დროულად არ გამოვა, როგორც შემომყვან, ისე გამყვან ტურიზმზე ძალიან ცუდად აისახება. ხოლო, მხოლოდ ჩინურ და რუსულ ბაზრებზე დამოკიდებულება კი, სიკვდილის ტოლფასია.
„მომართვიანობასთან დაკავშირებით შემცირებულია აქტივობა. კოლეგების მხრიდანაც, მაქვს ინფორმაცია, რომ ყველგან შემცირდა აქტივობა. თუ დროულად არ გამოვალთ ამ სიტუაციიდან და არ დადგება ის შედეგი, რაც საჭიროა განვითარებისთვის, ვფიქრობ შემომყვან და გამყვან ტურიზმზე ძალიან ცუდად აისახება ეს ყველაფერი. არ შეიძლება მხოლოდ რუსულ და ჩინურ ბაზარზე დამოკიდებულება. ვფიქრობ, ეს იგივე თვითმკვლელობის ტოლფასია. რადგან, პრეცედენტი არ გვაქვს თუნდაც საქართველოს, როდესაც რუსულ ბაზარზე გვქონდა დამოკიდებულება და ჩვენმა ნდობამ მათ მიმართ, გაამართლა.
ყველამ, ბიზნესი იქნება თუ ნებისმიერი სექტორი, ხმა ხმამაღლა უნდა ამოიღოს, არ უნდა დახუჭოს თვალები იმაზე თუ რა ხდება სახელმწიფოში და ნებისმიერ სტრუქტურას მოვუწოდებ, რომ ყველამ დაიჭიროს სწორი მხარე, ხალხის მხარე“, – ამბობს ანტრეპრენიორი.