არ შეიძლება ამ კანონის მიღება, რასაკვირველია, უარყოფითად ვაფასებ – ბიზნესმენი რევაზ ვაშაკიძე

კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე „ქართული ოცნების“ მიერ „რუსული კანონის“ მიღების მეორე მცდელობას უარყოფითად აფასებს. „არ შეიძლება ამ კანონის მიღება. რასაკვირველია, უარყოფითად ვუყურებ“, – განუცხადა BMG-ის ბიზნესმენმა და იქვე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ წელს, საერთაშორისო პარტნიორები უფრო მკაფიოდ აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით.
– არ შეიძლება ამ კანონის მიღება. ჩვენი ერთ-ერთი დიდი მიღწევა თავისუფლებაა. ეკონომიკაში დიდი მიღწევები არ გვაქვს… თან როდესაც ამბობენ, რომ ამ კანონის მიზანი გამჭვირვალობაა და ასეთი კანონმდებლობა აქვს -საც, მთავარს არ ამბობენ – როცა აშშ-მა უცხოელი აგენტების რეგისტრაციის კანონი (Foreign Agents Registration Act, FARA) მიიღო, მან ჯერ განსაზღვრა ვინ არის მტერი და ვინ – მოყვარე. ამერიკამ FARA როდესაც აამოქმედა მტრის წინააღმდეგ, მაშინ საბჭოთა კავშირი იყო … რაც შეეხება „აგენტების შესახებ“ რუსეთში მოქმედ კანონს, ვიცით და ვხედავთ, რომ რაც ეს კანონი მიიღეს 2012 წელს და შემდეგ გააფართოვეს, რუსეთში, ფაქტობრივად ყველაფერი დაიხურა, ყველას აგენტი დაარქვეს…
– ხელისუფლებამ უნდა გაუწიოს თუ არა ანგარიში, საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებს, რომლებიც მოგვიწოდებენ, არ მიიღოს საქართველომ ეს კანონი?
– დიახ… ამ ყველაფერს ხალხის წინაშე მავნებლობა ჰქვია…
– ლოგიკას პოულობთ – რატომ ცდილობს მმართველი ძალა მეორედ „რუსული კანონის“ მიღებას, როდესაც შარშან საზოგადოების მასობრივი პროტესტის შედეგად, იგივე კანონპროექტი თავად გაიწვია?
– ლოგიკა არის ერთი კაცის… რაც უფრო გაუმჭვირვალე იქნება ყველაფერი, მით უფრო ადვილი მოსაგებია არჩევნები, ლოგიკა ეს არის.
– სინამდვილეში არა – გამჭვირვალობა, არამედ გაუმჭვირვალობას მოიტანს „რუსული კანონი“?
– რასაკვირველია.
დღეიდან, პარლამენტში „რუსული კანონის“ განხილვა დაიწყო. „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მედიასაშუალებებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა მიერ წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო იქნება უცხოური ძალა და ეს შეიძლება იყოს აშშ-ის ევროკავშირის ფონდები და სხვა საერთაშორიისო დონორი ორგანიზაციები, მოუწევთ საჯარო რეესტრში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად თავისი ნებით დარეგისტრირდნენ.
საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას წელსაც მოუწოდებენ, არ მიიღონ „რუსული კანონი“, ვინაიდან საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ხელს შეუშლის.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა