არ შეიძლება, ადამიანები პოლიტიკური საბჭოდან არგუმენტების გარეშე გაყარო – გიორგი კირთაძე

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება მანიფესტმა ვერ დაასრულა. ორად გაყოფილ პარტიაში, მორიგი გაურკვევლობა მიხეილ სააკაშვილის მორიგმა სტატუსმა გამოიწვია. ყოფილი პრეზიდენტის სახელით გავრცელებულ მანიფესტში შესწორებები ყოფილ პრეზიდენტსვე შეაქვს. წერს, რომ დოკუმენტის ტექსტს ეთანხმება, თუმცა პოლიტსაბჭოს გაფართოებაზე მიანიშნებს და პირდაპირ ამბობს, რომ იმ ხალხის დაბრუნება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა, ვისაც “ნაცმოძრაობის” წინაშე დიდი დამსახურება მიუძღვით, ასევე იყვნენ პოლიტსაბჭოს წევრები – აუცილებელია.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ მანიფესტი ერთიანობის შეთავაზება იყო.
“ეს მანიფესტი შეთავაზებული იყო ერთობისათვის. გაუგებარია მათი პოზიცია, რატომ არ უსმენენ მიხეილ სააკაშვილს, რატომ არ სურთ ერთობა. ვინც ამ ერთობას არ შეუერთდება, ის თავად აიღებს პასუხისმგებლობას,” – აცხადებს კაპანაძე.
პოლიტსაბჭოს ლეგიტიმაციის აღიარებაა წითელი ხაზი ნიკა მელიას გუნდისთვის – სწორედ ამ მიზეზით არ მოაწერეს მანიფესტს ხელი.
ყოფილი თავმჯდომარის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოქმედი მენეჯმენტი მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებს არ ითვალისწინებს და მხოლოდ მისი სახელით მანიპულირებს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი კირთაძე ამბობს, რომ, არგუმენტების გარეშე, გუნდის წევრების გაყრა წარმოუდგენელია.
“არგუმენტების გარეშე, არ შეიძლება, პოლიტიკური საბჭოდან გაყარო ადამიანები. მოქმედი მენეჯმენტი გვთავაზობს დოკუმენტს, რომელშიც წერია, რომ უნდა ვაღიაროთ სრულად ლეგიტიმურად ის პოლიტიკური საბჭო, რომელიც ახლა არის და ხელი მოვაწეროთ,” – აცხადებს კირთაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს