არ შევწყვეტთ უკრაინის დახმარებას – დაარტყამს, თუ არა, უკრაინა მოსკოვს ამერიკული იარაღით?

მეორე მსოფლიო ომში ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის დღის 80 წლის იუბილეზე -ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკა არ შეწყვეტს უკრაინის დახმარებას თავდაცვაში და არ მისცემს უფლებას პუტინს ამით მთელ ევროპას დაეხმაროს.
“მოძალადეებთან დანებება, დიქტატორების წინაშე თაყვანისცემა უბრალოდ წარმოუდგენელია. თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დავივიწყებთ იმას, რაც მოხდა აქ ამ წმინდა სანაპიროებზე”, – თქვა მან.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ანტიჰიტლერული კოალიციის ჯარების ნორმანდიაში გადასხმა, რასაც საფრანგეთის გათავისუფლება მოჰყვა, ნათელი ლუსტრაციაა იმისა, თუ რა ძალა აქვს ალიანსებს. ხოლო ეს იყო “გაკვეთილი, რომელიც ამერიკელებს არასდროს უნდა დაავიწყდეთ.”
მოსალოდნელია, რომ ხვალ ბაიდენი პარიზში უკრაინის პრეზიდენტ ს შეხვდება.
იგი იმედოვნებს, რომ ამერიკის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება მომდევნო თვეებში შეუფერხებლად მოხდება, რაც სამხედროებს ბრძოლის ველზე ს წინსვლის შეჩერებაში დაეხმარებათ.
“დემოკრატია არასოდეს არის გარანტირებული. ყველა თაობამ უნდა შეინარჩუნოს იგი, დაიცვას და იბრძოლოს მისთვის. ეს არის საუკუნეების გამოცდა”, – თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.
ჟურნალისტმა დევიდ მიურმა ბაიდენს ჰკითხა, უკვე გამოიყენეს თუ არა ამერიკული წარმოების იარაღი მას შემდეგ, რაც მან მისი გამოყენების ნებართვა გასცა, როდესაც მისი გამოყენების არეალი რუსეთის მიერ ოკუპირებული ხარკივის ოლქის ახლო ტერიტორიით შეზღუდა. როგორც ABC News წერს, პრეზიდენტს პირდაპირ არ უპასუხია, მაგრამ მკაფიოდ აღნიშნა, რომ მისი გამოყენება რუსეთის დედაქალაქსა და კრემლზე დაშვებული არ იქნება. “მათი გამოყენება დაშვებულია მხოლოდ საზღვრის მახლობლად. ჩვენ არ ვაძლევთ ავტორიზაციას რუსეთში, 200 მილის სიღრმეში დარტყმებზე და არც მოსკოვსა და კრემლის მიმართულებით დარტყმებზე”, – თქვა ბაიდენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ