„არ შედის საქართველოს ეროვნულ ინტერესებში“ — მინისტრის მოადგილე მაგნიტსკის სიაზე

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თეიმურაზ ჯანჯალიას თქმით, ევროკავშირის ე.წ. მაგნიტსკის თავდაპირველი სია საქართველოსთან აქტიური კონსულტაციით იქნა მიღებული, თუმცა შემდგომ ვერსიებთან მიერთება ამ ეტაპზე არ შედის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში.
ამის შესახებ ჯანჯალიამ პარლამენტში ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, თუმცა არ განუმარტავს, რაში მდგომარეობდა ეროვნულ ინტერესებთან წინააღმდეგობა.
„ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთან ერთად ძალიან აქტიურ კონსულტაციებში იქნა მიღებული და საქართველო იყო პირველადი ვერსიის მხარდამჭერი. უკვე შემდგომი ვერსიები და შეზღუდვები, რომელიც ამ სიის მიხედვით განხორციელდა, მოცემული იყო იმ ფორმით, რომელიც არ იყო ჩვენი ეროვნული ინტერესებთან შესაბამისობაში. შესაბამისად, ჩვენ იმ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ვერ მივუერთდით“, — განაცხადა ჯანჯალიამ.
ამასთან, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ სია არ იძლევა იმის საშუალებას, ქვეყანა მხოლოდ ერთ ნაწილს მიუერთდეს.
„ვალდებულებები არის 100%-იანი — თუ მიუერთდი მე-4, მე-5 გადაწყვეტილებას, 1-3-ის განხორციელების ვალდებულებაც გაქვს. სწორედ აქედან გამომდინარე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ მომავალი ფორმები, ის ორწლიანი სანქციები, რომელიც უნდა განხორციელდეს, ამ ეტაპზე არ შედის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში და, შესაბამისად, არ მოხდა ეს [მიერთება]“, — განაცხადა ჯანჯალიამ.
საქართველო 2020 წელს შეუერთდა ამერიკული „მაგნიტსკის სიის“ ევროპულ ანალოგს, რომელიც აწესებს შეზღუდვებს ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო. სია მოიცავს ს, ირანის, ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეის, სირიისა და სხვა ქვეყნებიდან ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს. 2021 წლიდან საქართველო დოკუმენტის ხელმომწერთა სიაში არ ფიგურირებს.
ევროკავშირის საბჭომ 2023 წლის 17 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება ე.წ. მაგნიტსკის სიაში მყოფი პირების წინააღმდეგ არსებული შეზღუდვების 2024 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივების შესახებ. განცხადებას, გარდა ევროკავშირის წევრებისა, მხარი დაუჭირეს შემდეგმა კანდიდატმა ქვეყნებმა: ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, , მოლდოვის რესპუბლიკა და ბოსნია და ჰერცეგოვინა, ასევე, EFTA-ს ქვეყნებმა: ისლანდია, ლიხტენშტაინი და ნორვეგია და ევროპის ეკონომიკური სივრცის წევრებმა. საქართველო ე.წ. მაგნიტსკის სიის გახანგრძლივების არ შეუერთდა.
ევროკავშირის შემთხვევაში “მაგნიტკის სია”, როგორც სანქციების მექანიზმი, ითვალისწინებს სამოგზაურო შეზღუდვებს და საფინანსო აქტივების გაყინვას.
ამ თემაზე:
„შევინარჩუნეთ ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა“ — საგარეო მაგნიტსკის სიაზე
საქართველო არ არის “მაგნიტსკის სიის” გახანგრძლივების მომხრეთა შორის, რომელიც EU-მ გუშინ დაამტკიცა