,, არ შეარჩენენ დამცირებას ეგ ბიზნესმენები ქოცებს, ტენდერების ხათრითაც კი” – ნიკა გვარამია

ბიზნესმენები – ნოშიკო ნამორაძე, ხვიჩა მაქაცარია, სოსო და ლევან ფხაკაძეები, ილია წულაია, გიორგი კაპანაძე და სხვები ე.წ აგენტების კანონს მხარდაჭერას უცხადებენ და მიყოლებით, დაახლოებით ერთნაირი შინაარსის განცხადებებს ავრცელებენ. ამ ფაქტს ასე ეხმაურება ,,ახალის” დამფუძნებელი, :
,,ქართველი ბიზნესმენები დებენ და დებენ რუსული კანონის მხარდამჭერ სტატუსებს. ძალიან გაუჭირდა ოცნებას და ყველა ნაცნობ-ნაკლებნაცნობ-უცნობს ერთგულების ფიცს საჯაროდ ადებინებს ყველაზე შეურაცხმყოფელი ფორმით. შიში ოხერია, პანიკა – უარესი ოხერი 🙂
ბიზნესმენების საქციელის ანალიზს და შეფასებას არც ვაპირებ – მარტივად: არავითარი გამართლება არა აქვს, არავითარი და ძალიან სირცხვილია. მაგრამ იმას კი “ვიწინასწარმეტყველებ”, რომ არ შეარჩენენ დამცირებას ეგ ბიზნესმენები ქოცებს, ტენდერების ხათრითაც კი. აუცილებლად შეუტრიალებენ უკან ყველაზე გადამწყვეტ მომენტში და ყველაზე მტკივნეულად”