„არ ყავს საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიცია! ვერ ყავს… მოკტა!!!“ – ხათუნა ხოფერია

1. ე. წ- მა ოპოზიციამ ვერ შეკრიბა კრიტიკული რაოდენობა ხალხის!!! შეკრიბა იმდენი, რამდენსაც კრიბავდა 14, 8, 5, 1 წლის, 3-4 თვის წინ და ისევ იმდენი გამოტანტალდა, რამდენიც არიან რეალურად…
2. დაფიქსირდა “ახალი სახეები”, როგორც მომავლის იმედი – თამარა ჩერგოლეიშვილი, , ჭიჭე ვაშაძე, მარიზა ანთილიყო და კიდევ მრავალი მომავლის ვარსკვლავი!
3. ერთი თვე იმუშავა რამოდენიმე პარტიამ, ევროპის მიერ დაფინანსებულმა ენჯეოებმა, რამოდენიმე საელჩომ, დაჭერილებმა და დასაჭერებმა, ევროკავშირის ლიდერებმა და ყველა სპეცსამსახურების აგენტებმა, რომ მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ ანგარიშგასაწევი საპროტესტო აქცია…
მაგრამ… ეგ იყო და გორიციხეეე…
4. რამდენიც არ უმდა იძახონ: – აუუუ, რამდენი ვართო!!!… ამერიკის სახდეპმა და ძმანნმა მათმა, ჩვენზე ადრე იციან რეალური ციფრი ქუჩაში გამოსული ადამიანების! სატელიტებიდან!!! ასე იყო ადრეც, როცა თავად გვეუბნებოდნენ ზუსტ რაოდენობას!!! ასეა ახლაც!!!
5. მიუხედავად დიდი მცდელობისა, მიშას ფაქტორი გაენეიტრალებინათ და წინ წამოეწიათ იდეოლოგიასთან, ან რაღაც მიახლოებულთან დაკავშირებული თემები, შეკრებამ მიშიკოს პლაკატების და მიშათმადიდებლების ჰეგემონიის ქვეშ ჩაიარა…
6. არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი! არ ყავს საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიცია! ვერ ყავს… მოკტა!!!
ჰო, მთავარი!
ოპოზიციის ბაქი- ბუქობის და უნიათობის ფონზე, საქართველოს “ არალეგიტიმურ” ხელისუფლებას, სრულიად მსოფლიოს ლიდერებმა მიულოცეს დამოუკიდებლობის დღე და სრული თანადგომა გამოუცხადეს სუვერენულ საქართველოს!
დამოუკიდებლობის დღე და გაქრისტიანების 1700 წლისთავი ერთად იზეიმა ერმა, ბერმა და საქართველოს ხელისუფლებამ!
იზეიმა ღირსებით, გონიერებით, სიყვარულით სავსე მშვიდობიან, დამოუკიდებელ საქართველოში!
დიდება უფალს!
დიდება სამშობლოს!
სანამ ერთად ვარ, უძლეველნი ვართ!
მარად და ყველგან, საქართველო, მე ვარ შენთანა!!!
აწ და მარადის და უკუნითი- უკუნისამდე!
საქართველო, მიყვარხარ!(ილია ||..)“