„არ ღირს კონკრეტულ თარიღზე საუბარი“ – ჯანდაცვის მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს გახსნაზე

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს გახსნის კონკრეტულ თარიღზე ჯერ საუბარი არ ღირს.
„ამასთან დაკავშირებით [რესპუბლიკური საავადმყოფოს გახსნა] ზუსტი ინფორმაცია მოგვიანებით შემიძლია გიამბოთ. ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ წინასწარ თარიღის თქმა არ შემიძლია, რადგან ეს დამოკიდებულია მნიშვნელოვან სხვა ფაქტორებზე, რასაც ეტაპობრივად მომზადება დასჭირდება. მერწმუნეთ, თქვენი თვალსაწიერიდან არ გამოვა ის გარემოება, როცა გაიხსნება და დაიწყებს ფუნქციონირებას რესპუბლიკური საავადმყოფო. არ ღირს კონკრეტულ თარიღზე საუბარი.
დავალიანებას რაც შეეხება, ეს გადაჯაჭვულია იმასთან, თუ როგორ გააგრძელებს ფუნქციონირებას რესპუბლიკური საავადმყოფო”, – განაცხადა მ.
ცნობისთვის, რომ მიმდინარე წლის თებერვალში ირაკლი კობახიძის ინიციატივით, რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებული შენობის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება გაუქმდა. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ კლინიკა ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებდა, პარალელურად კი, კლინიკის უკანა ეზოში ახალი საავადმყოფოს პროექტი განხორციელდებოდა.