“არ მჯერა, რომ პოლმა ეს მიზანმიმართულად გააკეთა” – დეშამმა პოგბაზე ისაუბრა

გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ “იუვენტუსის” ნახევარმცველი პოლ პოგბა დოპინგის მიღებისთვის ფეხბურთს 4 წლით ჩამოაშორეს.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა გააკეთა. მისი თქმით, არ სჯერა, რომ პოლმა დოპინგი განზრახ მიიღო.
“დაუჯერებელია, რომ პოლმა ეს მიზანიმართულად გააკეთა. იმედი მაქვს, ყველაფერი მოგვარდება. ძალიან დამწუხრებული ვარ, ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს და საფრანგეთის ნაკრებისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა.
ახლა მთავარია პოგბამ დაამტკიცოს, რომ ამას მიზანმიმართულად არ აკეთებდა”, – ციტირებს დეშამის სიტყვებს L’Equipe
შეგახსენებთ, პოგბას ორგანიზმში ტესტოსტერონის კვალი აღმოუჩინეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში