ჟურნალისტი. ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ საქალაქო სასამართლოდან სარჩელი მოუტანეს, საიდანაც ირკვევა, რომ პოსტის წაშლის და ბოდიშის მოხდის დავალდებულებას ითხოვს.
თეა წულუკიანი ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის უჩივის.
ესე იგი მომიტანეს საქალაქო სასამართლოდან. მოსარჩელე ავთანდილ წულუკიანის, აწ გარდაცვლილი, მემკვიდრეები: თეა წულუკიანი, გიული შანიძე, ბათუ ავთანდილ წულუკიანი და თეა წულუკიანი. ანუ მოსარჩელეები არიან და რას ითხოვს ახლა თეა წულუკიანი. დავის საგანი – სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის მეშვეობით მოპასუხე ნანუკა (ნანა) ჟორჟოლიანის მიერ გავრცელებული ცნობების, როგორც ცილისმწამებლური, სახელისა და ღირსების შემლახველის უარყოფის დავალდებულება, მოცემული პოსტის სოციალური ქსელიდან წაშლა, მოსარჩელეების და მათი ოჯახებისთვის ბოდიშის მოხდა. 10 დღის ვადაში ჩვენ ამას ვუპასუხებთ. მოკლედ რომ იცოდეთ ჩემი და თეა წულუკიანის სასამართლო პროცესი და ღია პაექრობა და ქიშპობა გახსნილად გამომიცხადებია, არ მოგაწყენთ”- თქვა ჟურნალისტმა.
