“დილის 5 საათზე დამეწყო ტკივილები, არ მოგატყუებთ, მეგონა, ამასაც წინა ორსულობის მსგავსად, დაჩქარებით გავაჩენდი. ვითმინე გათენებამდე, გამთენიისას ბენსაც გავაგებინე და დავიწყეთ ათვლა. ამერიკაში რეკომენდაციაა, მიხვიდე სამშობიაროში თუ…
· დაღვარე წყლები;
· გაქვს 5 წუთში ერთხელ ტკივილები ერთი საათის განმავლობაში;
· ტკივილი გაქვს ისეთი, რომ საუბარი გიჭირს.
რომ გათენდა, ბენი გავუშვი სამსახურში, უცბად გადავივლე, თმა დავივარცხნე, მაკიაჟი გავიკეთე და ვეცი შეკვეთებს, რომ ჩამორჩენა და დაგვიანება არ გვქონოდა. ბოლო შეკვეთებზე უკვე ვყმუოდი და ბენს დავურეკე, მალევე მოვიდა და წავედით.
უცნაურია, კვდები ტკივილისგან და დარდობ, ხომ არ წამოვიყვანე ქმარი ტყუილად სამსახურიდან, ტყუილად ხომ არ მოვედი სამშობიაროში, ამდენი ადამიანი შევაწუხე, თუ მარტო მე მჭირს ეს.
გასინჯვის მერე დამიდასტურეს, კიდევ კარგი, მოხვედიო.. მოვედი და დავრჩი. ეპედურალურ გაყუჩებას მე დიდ რეკომენდაციას ვუწევ. მას მერე, რაც გავყუჩდი, დაიწყო არხეინად გართობა, ვიცინეთ კიდეც, ვიხუმრეთ კიდეც და ბოლოს შიოც გავიცანით.
ვლოგს ვიღებ და სახლში რომ მივალ, აუცილებლად დავდებ ამ დღეებში, ახლა კვლავ სამშობიაროში ვარ, ბენს სძინავს, შიო ჭამს, მე კიდევ ორი წუთი მოვნახე, რომ მოგაყაროთ ფოტოები. ყველას დიდი მადლობა მოლოცვისა და გულშემატკივრობისთვის”, – წერს ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში და სამშობიაროდან პირველ კადრებს აქვეყნებს.
ნუკი კოშკელიშვილი და ბენ ხაიმი სულ ცოტა ხნის წინ მეორე შვილის მშობლები გახდნენ. ოლივერის შემდეგ მათ კიდევ ერთი ბიჭი შეეძინათ, რომელსაც შიო რიუვენი დაარქვეს.
ნუკი კოშკელიშვილი დაიბადა 1990 წლის 9 ივნისს. კარიერა მან “მის საქართველოს” კონკურსში მონაწილეობით დაიწყო, რამაც მისცა ბიძგი სატელევიზიო სფეროში შესვლისთვის. მალე ის გახდა “იმედის” დილის გადაცემის წამყვანი და მონაწილეობა მიიღო პოპულარულ სერიალში “კლინიკა”. ნუკის პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც პირდაპირ ეთერში მუშაობას, ასევე ჩაწერილი გადაცემების წაყვანას. საზოგადოებამ იგი ერთი-ორად შეიყვარა ტელეშოუ “ცეკვავენ ვარსკვლავების” შემდეგაც.
პარალელურად, ნუკიმ წარმატებული კარიერა აიწყო მოდის სფეროშიც და მონაწილეობას იღებდა არაერთი ბრენდის სარეკლამო კამპანიებსა თუ ფოტოსესიებში.
მისი რჩეული და მეორე ნახევარი შოუბიზნესის წარმომადგენელი არ გახლავთ, პროფესიით ექიმია და ამავე სფეროშია დასაქმებული. “რეალურად ძალიან შეყვარებული ვარ. ეს ადამიანი ცნობილი არ არის. ჩვეულებრივი სფეროდანაა – ჰოსპიტალში მუშაობს, ექიმია. მაგრამ, ჯერჯერობით მის შესახებ არაფერს ვამბობ. ულამაზესი ბიჭია. ულამაზესი და, თან, ძალიან კარგი ხასიათის, უპრობლემო. ძალიან ეცინება, როდესაც ჩემზე რაღაცებს წერენ. დიდად არც ადევნებს თვალყურს, მაგრამ, როდესაც იგებს, ამაზე მხოლოდ იცინის”- ამბობდა ნუკი მაშინ.
ბენი მალევე გახდა “ქართველების საყვარელი სიძე” – ამ ფრაზით კომენტარებში მას ხშირად მოიხსენიებენ. ბენი პერიოდულად სტუმრობს საქართველოს, სწავლობს ქართულს და უყვარს ქართული კერძები. მის პირად გვერდზე ნახავთ არაერთ ვიდეოს, სადაც ის ჩვენს ტრადიციულ კერძებს ამზადებს.
ბენსა და ნუკის პირველი შვილი ოლივერია. ოლივერი საქართველოში დიდ დროს ატარებს და, როგორც ჩანს, დედასთან ერთად მოგზაურობაც უყვარს.
ნუკი, მიუხედავად იმისა, რომ ორ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ქართულ მეგაშოუებსა და პროექტებში მაინც აქტიურად მონაწილეობს. ის ბოლო წლებში არაერთი პოპულარული შოუს წამყვანად ვიხილეთ. ნუკიმ კულინარიულ შოუშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება ვერ მოიპოვა, დიდი ენთუზიაზმი და მონდომება გამოავლინა.
ნუკი კოშკელიშვილმა 2015 წელს ბენ ჰაიმზე იქორწინა. ტელეწამყვანმა მომავალი მეუღლე სპეციალური აპლიკაციით გაიცნო. ნუკი დიდი ხნის მანძილზე მალავდა, ვინ იყო მისი რჩეული, თუმცა ამბობდა, რომ ძალიან იყო შეყვარებული.



