მოსკოვში გია სურამელაშვილის კონცერტები აღარ გაიმართება. სამი საღამო, რომელიც მარტში იყო დაგეგმილი მომღერალმა გააუქმა. როგორც ambebi.ge-სთან საუბარში ამბობს, “არანაირ ფასად არ უღირს, რომ ამან ქართველები ორად გაყოს”.
გია სურამელაშვილი:
“მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკა ჩემთვის ყოველთვის შორს იყო, არ მინდა, ჩემი გადაწყვეტილება ვინმესთვის ტკივილის მომტანი გახდეს. არ მიღირს ათი და ოცი ათასი დოლარი, თუ ამის გამო ჩემს საყვარელ მსმენელს გული დაწყდება. მუსიკა ჩემთვის მხოლოდ ჰონორარი არ არის – ეს სიყვარულია, რომელიც უნდა აერთიანებდეს და არა ყოფდეს”
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში, ქართულ რესტორან “გენაცვალეში“ გია სურამელაშვილის საღამოები გაიმართებოდა.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/480191778_4104865396466459_8303754104620166283_n-300x151.jpg)