“არ მესმის, რა შუაშია სუპერპაკის იდეასთან სხვა ოპოზიციური პარტიები” – სააკაშვილი ერთობის კომიტეტის იდეაზე

კლინიკა “ვივამედში” მყოფი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილს ერთობის კომიტეტზე საკუთარ ინიციატიას განმარტავს და ამბობს, რომ არ ესმის რა შუაშია ამ იდეასთან სხვა ოპოზიციური პარტიები. იგი მედიას ამ თემაზე სპეკულაციაში ადანაშაულებს. ს მორიგი განცხადება მის ფეისბუკგვერდზე ვრცელდება:
“საერთოდ არ მესმის, რა შუაშია სუპერპაკის იდეასთან სხვა ოპოზიციური პარტიები და მედიის ზოგიერთ საშუალებაში ამ თემაზე სპეკულაცია.
ამერიკის მაგალითს მაინც შეხედეთ, რესპუბლიკელების პაკ-ის თემას არავინ არ ეკითხება დემოკრატებს და პირიქით, მე ვისაუბრე “ნაციონალური მოძრაობის” პაკ-ზე და ამ ერთობის კომიტეტში მაქვს ძალიან სერიოზული ადამიანების გაერთიანების მოლოდინი.
ჩემს ფუნქციას პოლიტიკაში ახალი ხალხისთვის გზის გახსნაში ვხედავდი ყოველთვის, საქართველოშიც და შიც.
სხვა პარტიებსაც შეუძლიათ შექმნან პაკი და იქ ისეთი ხალხი მიიზიდონ, ვინც თავისი შეხედულებებით უფრო ახლოს არიან მათთან.
ხალხს საკმაოდ მობეზრდა ერთი და იგივე ადამიანების ყურება ეკრანებზე. დროა ქვეყნის გადარჩენის საკითხი საკუთარ ხელში ამა თუ იმ ფორმით ფართო საზოგადოებამ აიღოს”.
20 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედიდან” დისტანციურად ჩართვის დროს ახალი პოლიტიკური ინიციატივა წამოაყენა. მისი განცხადებით, საჭიროა პოლიტიკური აქტიურობისა და ერთობის კომიტეტის შექმნა, რომელშიც 25-მდე ადამიანი გაერთიანდება.
მან ამ კომიტეტის წევრებად „ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელებიც მოიაზრა და თქვა რომ საჭიროა ოპოზიციის კოორდინაცია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილს “7 ნოემბრის საქმის” გარდა, კიდევ ორ საქმეზე აქვს ბრალის წარდგენილი.
2022 წლის მაისში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადაიყვანეს კლინიკა „ვივამედში”, სადაც დღემდე იმყოფება. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მიმდინარე წლის 12 მაისს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ მას უარი უთხრა დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე.
„ჩვენ გვჭირდება ოპოზიციის სრული კოორდინაცია, მიუხედავად სხვადასხვა შეხედულებებისა, კოორდინაციის გარეშე საქმე არ კეთდება, ძალა ერთობაშია. მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ.
ასევე მინდა შევთავაზო [საზოგადოებას] „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად პოლიტიკური აქტიურობის და ერთობის კომიტეტის შექმნა. როგორც არის ამერიკაში კომიტეტები. მასში ხალხი უნდა შევიდეს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, მაგრამ ასევე უნდა შევიდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, რომლებიც აუცილებელი არ არის, რომ იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. კომიტეტში უნდა შევიდეს , რომელიც იქნება ჩემი წარმომადგენელი ამ კომიტეტში. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ამ კომიტეტის, ამ „სუპერ პაკ”-თან ერთად, ეს უნდა იყოს იდეების გენერირების ადგილი, უნდა იყოს პრაქტიკულად ყოველგვარი ბიუროკრატიისგან თავისუფალი, მოქნილი ეროვნული თანხმობის სტრუქტურას”, – განაცხადა სააკაშვილმა.
როგორც ექსპრეზიდენტმა თქვა, მომავალში, შესაძლოა, კომიტეტის თავმჯდომარეც აირჩიონ.
„[კომიტეტი] ეროვნული თანხმობის, კონსენსუსის გზით იქნება ახალი იდეების გენერატორი, ახალი რეაგირების ადგილი და სხვებთან დიალოგის ადგილი. იმიტომ რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩავიკეტოთ… შევქმნათ ის სტრუქტურა, რომელიც სრულიად არაორაზროვანს ხდის ჩვენს მცდელობას, ჩვენს ბრძოლისუნარიანობას და ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან სწრაფად წავიწევთ წინ. პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტში 20-25 ადამიანი უნდა შევიდეს და იყოს მუდმივი სათათბირო. შეიძლება, მომავალში ამის თავმჯდომარეც ავირჩიოთ”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.