“ლივერპულის” ყოფილმა მცველმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა ჯეიმი კარაგერმა “ნიუკასლის” ფორვარდის, ალექსანდერ ისაკის “ლივერპულში” შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.
კარაგერის თქმით, “მერსისაიდელებმა” შვედი თავდამსხმელის სანაცვლოდ “კაჭკაჭების” მიერ მოთხოვნილი 150 მილიონი ევრო არ უნდა გადაიხადონ.
“მისი დამატება “ლივერპულს” ძალიან გააძლიერებდა და ეს შესანიშნავი იქნებოდა, მაგრამ არ მინდა, რომ კლუბმა ისაკის შესაძენად 150 მილიონი ევრო გადაიხადოს.
რაღაცები ბუნდოვანია, კერძოდ, უცნაურად ჟღერს ის ფაქტი, რომ ისაკმა “ნიუკასლს” სხვა კლუბში გადასვლის სურვილის შესახებ რამდენიმე თვით ადრე არ აცნობა.
არ ვფიქრობ, რომ “ლივერპული” სწორს აკეთებს იმით, რომ ერთ ფორვარდში 80 მილიონ ევროს, ხოლო მეორეში 120 მილიონ ევროს იხდის.
ეკიტიკეს გამო ვწუხვარ, რადგან თუ “ლივერპული” ისაკსაც იყიდის, მას სათამაშო დრო არ მიეცემა.
მინდა, რომ ისაკი შევიძინოთ, მაგრამ არა კილიან მბაპეს სატრანსფერო ფასად”, – განაცხადა კარაგერმა Sky Sports-ზე.
ცნობისთვის, “ნიუკასლი” ისაკის გაშვებას იქამდე არ დათანხმდებდა, სანამ მის შემცვლელს არ შეიძენს, ამის გათვალისწინებით კი “ლივერპულს” დალოდება მოუწევს, რადგან “ნიუკასლის” ნომერ პირველმა სამიზნემ, “ლაიფციგის” ფორვარდმა ბენიამინ შეშკომ “კაჭკაჭებში” გადასვლა იუარა და კარიერის გაგრძელება “მანჩესტერ იუნაიტედში” არჩია. The Telegraph-ის ცნობით, ამჟამად “ნიუკასლი” “ჩელსის” შემტევის, ნიკოლას ჯექსონის ყიდვას განიხილავს.
“ნიუკასლმა” “ლივერპულის” 120-მილიონიანი შეთავაზება იუარა – ისაკი “კაჭკაჭებში” დაბრუნებას არ აპირებს
“ახალი თავგადასავალი მჭირდება” – სონმა “ტოტენჰემიდან” წასვლა დაანონსა
“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი კარიერას “ფენერბაჰჩეში” გააგრძელებს
“ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს” – რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
ლტოლვილობიდან სარეკორდო ტრანსფერამდე – ალექსანდერ ისაკის გზა პრემიერლიგამდე
“ლევერკუზენმა” ბომბა შეიძინა
ცნობილია, როგორ დაითანხმა რონალდომ ფელიქსი “ალ ნასრში” გადასვლაზე
მამარდაშვილი სასტარტოშია – “ლივერპულმა” პირველი მატჩი “ბილბაოს” დამაჯერებლად მოუგო
[VIDEO] მამარდაშვილმა “ენფილდზე” პირველად ითამაშა და თავისი მაღალი კლასი ყველას დაანახა
“გვარდიოლას სტუდენტობიდან მოურინიოს სტილის მწვრთნელად იქცა” – კარაგერი არტეტაზე
როდის დაბრუნდება ალისონი და იქნება თუ არა მზად უახლოესი შეხვედრებისთვის – “ლივერპულის” მწვრთნელის პასუხი
კარაგერმა, თავისი აზრით, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ორი ყველაზე მოსაწყენი მატჩი დაასახელა
“ეს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ძარცვა იყო” – კარაგერი პსჟ-სა და “ლივერპულის” მატჩზე
ტალანტები, რომლებიც “დორტმუნდმა” დაიმატა
U19: საქართველოში გასამართავი ევროპის ჩემპიონატის ყველა მონაწილე ცნობილია
“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი კარიერას “ფენერბაჰჩეში” გააგრძელებს
ისაკი “ლივერპულში”, შეშკო “ნიუკასლში” – მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია
“ახალი თავგადასავალი მჭირდება” – სონმა “ტოტენჰემიდან” წასვლა დაანონსა
კარაგერის სახალისო პასუხი პირდაპირ ეთერში – “ლივერპულის” ყოფილ მცველს “ყარაბახი” ქართული კლუბი ეგონა [VIDEO]
“ნიუკასლმა” “ლივერპულის” 120-მილიონიანი შეთავაზება იუარა – ისაკი “კაჭკაჭებში” დაბრუნებას არ აპირებს
წელიწადში 30 მილიონზე მეტი – ისაკმა საუდის არაბეთიდან სუპერშეთავაზება მიიღო
დონარუმა და პსჟ სრულდება? – პარიზული კლუბი შევალიეს დამატებასთან ახლოსაა
კარაგერი: ფეხბურთელებს ვურჩევ, რომ 30 წლამდე შვილების ყოლაზე არ იფიქრონ
