“არ მენანები, შენ და­ნა­შა­ულს არას­დროს აღი­ა­რებ ..” – რა ხდება სინამდვილეში ვარსკვლავურ წყვილს შორის – Marao

“არ მე­ნა­ნე­ბი, რად­გან ვინც შენ­თან რჩე­ბა, ის ემო­ცი­უ­რად იც­ლე­ბა… შენ კი და­ნა­შა­ულს არას­დროს აღი­ა­რებ და იტყვი, რომ ეს შენი ორე­უ­ლი იყო” – ეს არის იმ სიმღერის ტექსტი, რომელიც ჯორჯინა უზკატეგუი ბადელიმ მინიშნების სახით საკუთარ პოსტში გამოიყენა. ესპანელი მომღერალი და სიმღერების ავტორი როსალია სიმღერაში La Perla ემოციურ დაუცველობაზე, მისწრაფებებსა და ლტოლვაზე მღერის. ტექსტი ზღვის, მარგალიტებისა და მითოლოგიის მეტაფორებით გვიყვება სათქმელს.
La Perla-სთან ერთად ჯორჯინამ სამოტივაციო წერილიც გააზიარა: “შეინარჩუნეთ მტკიცე ხმა, შეინარჩუნეთ მზერა, რომელიც ყოველთვის მაღლა იყურება, შეინარჩუნეთ გამბედაობა, რომელიც საკუთარი თავის ფასის შეცნობიდან მოდის. გჯეროდეთ, რომ არაფერია დაფარული, რაც არ გამოაშკარავდება” – წერდა ის.
ეს ჯორჯინა უზკატეგუისგან პირველი “მინიშნება” არ არის – ილია თოფურიასთან დაშორების შემდეგ ის სოციალურ ქსელში განსაკუთრებით გააქტიურდა და მსგავს პოსტებს ხშირად აქვეყნებს.
ჯორჯინა უზკატეგუი ბადელით ქართული და უცხოური მედია მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ის UFC-ის ჩემპიონთან ერთად გამოჩნდა – ჯორჯინა ილიას თან ახლდა ყველა ბრძოლის დროს, იზიარებდა მის კარიერულ წარმატებასა და წარუმატებლობას. ჩანდა, რომ ის ქართველი სპორტსმენის დიდი გულშემატკივარი იყო. როგორც უცხოური მედია წერს, მათი ურთიერთობა 5 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. 2024 წელს ილიასა და ჯორჯინას ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც დედის სახელი, ჯორჯინა დაარქვეს.
2025 წლის შემოდგომაზე წყვილის გულშემატკივრებმა შენიშნეს, რომ მათი საერთო ფოტოები სოციალური ქსელებიდან გაქრა – ჯორჯინა უზკატეგუი ბადელიმ ილია თოფურიას გამოწერა ინსტაგრამზეც გააუქმა. ეჭვები მათი დაშორების შესახებ ჯორჯინას მიერ გაზიარებულმა პოსტებმაც გაამყარა – ის ხშირად წერდა ძლიერი ქალის, დამოუკიდებლობისა და ურთიერთობების შესახებ.
ამის პარალელურად, კარიერის პიკში მყოფ ილია თოფურიას განცხადება ან კომენტარი პირად ცხოვრებაზე არ გაუკეთებია.
თოფურია აგრძელებს სოციალურ ქსელებში აქტიურობას, მეტიც, ის ესპანეთში ოფიციალურ საღამოებსაც ესწრება. წვეულებაზე, სადაც მასთან ერთად ევა ლონგორია, რიკი მარტინი და სხვა ვარსკვლავები იმყოფებოდნენ, მედიის წარმომადგენლებმა განქორწინებასა და მეუღლეზე ჰკითხეს. ილია თოფურიამ კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ კამერებთან პირად ცხოვრებაზე არ ისაუბრებს.
ქონებრივი დავის პარალელურად, ჯორჯინა უზკატეგუი ბადელმა და ილია თოფურიამ საერთო შვილის მეურვეობის საკითხიც უნდა გადაწყვიტონ.