არ მგონია, რომ საქართველომ ბოდიში უნდა მოიხადოს რუსეთის შეჭრის გამო – მეთიუ მილერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერი, მეთიუ მილერი გამოეხმაურა პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ს გორში გაჟღერებულ განცხადებას აგვისტოს ომზე.
მეთიუ მილერმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ საქართველოს ბოდიშის მოხდა არ სჭირდება ს მხრიდან შეჭრის გამო, რამეთუ რუსეთია აგრესორი, რომელიც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.
“მე არ მგონია, რომ საქართველოს ბოდიშის მოხდა სჭირდება რუსეთის მიერ შეჭრის გამო, ისევე, როგორც საქართველოს ბოდიშის მოხდა არ სჭირდება იმ ფაქტის გამო, რომ რუსეთი აგრძელებს მისი ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას. რუსეთი იყო აგრესორი, როდესაც შეიჭრა საქართველოში, ისევე, როგორც რეგიონის სხვა ქვეყნებში. ამის ყველაზე ცნობილი მაგალითია”, – თქვა მეთიუ მილერმა.
ბიძინა ივანიშვილმა გორში 14 სექტემბერს მხარდამჭერებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ